WE ARE LOOKING FOR

YOU WILL FIND

News

,,პროფესიული გადამზადების’’ ფარგლებში სწავლა დაიწყო

,,პროფესიული გადამზადების’’ ფარგლებში სწავლა დაიწყო

 აჭარის დასაქმების სააგენტოს 2017 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ ფარგლებში სწავლა დაიწყო. ქვეპროგრამის მიხედვით 100 ბენეფიციარი შემდეგ სპეციალობებში გადამზადდება: შემდუღებელი, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, მებათქაშე, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, სასტუმრო საქმის სპეციალსტი, რესტორნის მენეჯერი, მზარეული, კონდიტერი, ბართენდერი (ბარმენი), სტილისტი და ძიძა. პროფესიული სასწავლო კურსი მოიცავს სამ კომპონენტს: სწავლება პროფესიულ უნარებში (თეორიული და პრაქტიკული კურსი), უცხო ენების (რუსული, ინგლისური, თურქული არჩევით) შესწავლა და საწარმოო პრაქტიკის მიღება. პროფესიულ მომზადებას ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ განახორციელებს. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ, ხოლო, ბათუმში და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი.

Links