ჩვენ ვეძებთ

თქვენ პოულობთ

სააგენტო

  სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის № 43 დადგენილებით და ის წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას რეგიონში, რომელიც  აწარმოებს საშუამავლო საქმიანობას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენს დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში. 
რეგიონის მასშტაბით არსებულ სააგენტოს ქსელში მუშაობს კვალიფიციური და მომზადებული პერსონალი, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დინამიკის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმებაზე კონსულტაციის საკითხებში. 
ყოველ ცენტრს გააჩნია „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისკონსულტაციისა და დასაქმების პროექტის“ მიერ შემუშავებული კომპიუტერიზებული მონაცემთა ბაზა სამუშაოს მაძიებელთა და არსებული ვაკანსიების დასარეგისტრირებლად. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა მოთხოვნილი ვაკანასიის მიხედვით მოიძებნოს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაოს მაძიებელი პირი.
მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე კონსულტაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს უფასოდ.
 

     დამსაქმებელთან (ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა სამუშაოს მოძიებაზე დასაქმების სააგენტოს წარმატების ძირითადი წინაპირობაა. დამსაქმებელს შეუძლია დაზოგოს მნიშვნელოვანი დრო და რესურსები სასურველი პერსონალის დაქირავებისას. ორგანიზაციებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ვაკანსიები (ტელეფონით, ელფოსტით ან ონლაინ რეჟიმში), რის საპასუხოდაც ჩვენი კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს ვაკანსიის შესაფერისი კადრების ოპერატიულად შერჩევას მონაცემთა ბაზიდან და მათი რეზიუმეების დამსაქმებლისათვის მიწოდებას. დამსაქმებლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ სამუშაოს მაძიებელთან გასაუბრების თაობაზე. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში დამსაქმებელი იღებს მხოლოდ ისეთ კადრს, რომელიც აკმაყოფილებს განცხადებულ ვაკანსიაში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 

 

ბმულები