ჩვენ ვეძებთ

თქვენ პოულობთ

სიახლეები

პრეზენტაციები კარიერული დაგეგმვის შესახებ

პრეზენტაციები კარიერული დაგეგმვის შესახებ

"სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის" ქვეპროგრამის ფარგლებში პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს პრეზენტაციები უტარდებათ. მაღალ კლასებში ახალგაზრდებს კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უწევთ. სწორედ ამიტომ დასაქმების აგანტები X -XI კლასის მოსწავლეებს მაქსიმალურ ინფორმაციას კარიერული დაგეგმვის ეტაპებზე მიაწვდიან. აღნიშნული პრეზენტაციების დახმარებით რეგიონის მომავალი თაობა პროფესიების შერჩევისას სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც სამომავლოდ კვალიფიციური კადრების ზრდას შეუწყობს ხელს. სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს "სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის" ქვეპროგრამის ფარგლებში პრეზენტაცია 55 დამამთავრებელ კლასს ჩაუტარდება.

ბმულები