ჩვენ ვეძებთ

თქვენ პოულობთ

სიახლეები

 ,,პროფესიული გადამზადების’’ პროგრამის პრეზენტაცია ხელვაჩაურში

,,პროფესიული გადამზადების’’ პროგრამის პრეზენტაცია ხელვაჩაურში

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, დღეს დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდა და დასაქმების სააგენტოს 2017 წლის ,,პროფესიული გადამზადების’’ მიზნობრივი პროგრამა გააცნო.

 2017 წლის ,,პროფესიული გადამზადების’’ ფარგლებში დაგეგმილია პროგრამის მოსარგებლეთა პროფესიული გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში. პროფესიული სასწავლო კურსი მოიცავს სამ კომპონენტს: სწავლება პროფესიულ უნარებში (თეორიული და პრაქტიკული კურსი), უცხო ენების (რუსული,ინგლისური,თურქული არჩევით) შესწავლა და საწარმოო პრაქტიკის მიღება.

 ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების უფლებით ისარგებლებენ:
1. ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები.
2. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები 
 3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი)
4. იძულებით გადაადგილებული პირები
5. ეკომიგრანტები
6. ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები
7. ყველა სხვა შრომისუნარიანი სამუშაოს მაძიებელი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს.

 პროგრამაში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ აჭარის დასაქმების სააგენტოში შემდეგ მისამართებზე: ბათუმი - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585 ქობულეთი - დავით აღმაშენებელის ქუჩა #141. მობ: (+995 577) 278 706. ხელვაჩაური - ფრიდონ ხალვაშის ქ.#50. მობ: (+995 577) 278 709. ქედა - მერაბ კოსტავას ქ. #3. მობ: (+995 577)  278 712; შუახევი - ილია ჭავჭავაძის ქ. #3. მობ: (+995 577) 278 714; ხულო - თამარ მეფის ქ. #12. მობ: (+995 577) 278 716;

ბმულები