ჩვენ ვეძებთ

თქვენ პოულობთ

სიახლეები

შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული დასაქმების სერვისი

შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული დასაქმების სერვისი

 15, 16 და 17 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა პროექტის: ,,შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება'' ფარგლებში სამდღიანი ტრენინგი გამართა თემაზე: ,,შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული დასაქმების სერვისი’’. ტრენინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. სემინარზე აუდიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დასაქმების 5 საფეხურიან მოდელს, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ შექმნილი შშმ პირთა დასაქმებაზე ორიენტირებული უნიკალური მოდელია და რომელსაც პროექტის დასრულების შემდგომ სახელმწიფო გადაიბარებს. აღნიშნული ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს, მომავალში შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობა ეფექტურად განახორციელონ. პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ ოტავა 98“ მიერ. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი საქართველოსთვის.

ბმულები