ჩვენ შესახებ

სააგენტოს შექმნის საფუძველი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, რომელიც შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის N43 დადგენილების საფუძველზე და შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში

მისია

სააგენტოს მისია- შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ადამიანური რესურსის უნარ-ჩვევების ხარისხის ამაღლებისა და კარიერული ზრდისთვის, დასაქმების მხარდაჭერისა და უმუშევრობის შემცირებისათვის მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ორგანიზება/გატარება, რაც იქცევა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად და უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.​

ინდივიდუალური მიდგომა​

ჩვენთვის ინდივიდუალური მიდგომა ეფექტური მომსახურების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნული შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი სერვისებით მოსარგებლეების ინტერესებისა და პიროვნული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, შევძლოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება

გუნდური მუშაობა​

ჩვენ გუნდურ მუშაობას წარმატების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად მივიჩნევთ და განვიხილავთ მას, როგორც სხვადასხვა უნარების და გამოცდილების მქონე პროფესიონალთა ჯგუფის ძალისხმევის გაერთიანებას საერთო მიზნის მისაღწევად.

გამჭვირვალობა

საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების ფუნდამენტს ჩვენთვის გამჭვირვალობა წარმოადგენს, აქედან გამომდინარე ვიღწვით, რომ საქმიანობის განხორციელებისას ვიყოთ ღია და სანდო პარტნიორი თქვენთვის.

ხედვა

სააგენტოს ხედვაა- ინოვაციური მექანიზმების დანერგვით არსებული სერვისების სრულყოფა/განვითარება, სერვისით მოსარგებლეებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას.​

ინოვაციური მიდგომა

ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ინოვაციური სერვისების განვითარებაზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, სოციალურ-ეკონომიკური და გარემო პირობების განვითარების გათვალისწინებით და ამ პროცესებზე ეფექტური რეაგირების გზით.​

ხშირად დასმული შეკითხვები

სააგენტოს მისიაა- შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ადამიანური რესურსის უნარ-ჩვევების ხარისხის ამაღლებისა და კარიერული ზრდისთვის, დასაქმების მხარდაჭერისა და უმუშევრობის შემცირებისათვის მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ორგანიზება/გატარება, რაც იქცევა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად და უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.​

Lorem ipsum dolor sit amet, adhuc labores honestatis pro ne. Pri tantas epicuri inciderint te, nibh efficiendi disputationi ex pri. At facer theophrastus eum, has nulla bonorum vituperata at. Eos utroque consequuntur an, case solum his ei.

Lorem ipsum dolor sit amet, adhuc labores honestatis pro ne. Pri tantas epicuri inciderint te, nibh efficiendi disputationi ex pri. At facer theophrastus eum, has nulla bonorum vituperata at. Eos utroque consequuntur an, case solum his ei.