ჩვენს შესახებ

აჭარის დასაქმების სააგენტო

2011 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემებისა და მექანიზმების განვითარების მიზნით შეიქმნა პირველი დასაქმების სახელმწიფო სამსახური - სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო.

პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს საიმედო სამუშაო ადგილებს, ხოლო კომპანიებს - მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტებს. ასევე ვახორციელებთ პროფესიული კონსულტირებისა და კარიერული განვითარების სერვისის მიწოდებას; პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი სწავლების ორგანიზებას; დასაქმებული პერსონალისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებისა და მასტერკლასების შეთავაზებას; სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას. შშმ პირებისათვის პროფესიული მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობას;

855

პროფესიული მომზადება გაიარა

300

კვალიფიკაცია აიმაღლა

13591

დასაქმდა

23590

დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებელი

1839

დარეგისტრირდა ორგანიზაცია

ჩვენ, შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და დასაქმების მხარდასაჭერად 2016 წლიდან მნიშვნელოვანი აქტივობები განვახორციელეთ “ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრ“-თან ერთობლივი პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში.

2017 წელს, საპილოტედ შევიმუშავეთ შშმ პირთა პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 10 შშმ პირს შესაძლებლობა მივეცით მოკლევადიანი პროფესიული კურსის საშუალებით დაუფლებოდნენ ბუღალტრის, ვებ– ინტერფეისის დეველოპერის და სასტუმრო - სარესტორნო საქმის მწარმოებლის პროფესიულ უნარ–ჩვევებს.

გასული წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული პროფესიული გადამზადების კურსი, შშმ პირთა დასაქმების მყარ წინაპირობას ქმნის.

არაფორმალურ და პროფესიულ პროგრამებში რეფერირებულ იქნა

27 შშმ პირი

სუბსიდირებად სტაჟირებაში ჩაერთო

16 შშმ პირი

ჩვენი მხარდაჭერით დასაქმდა

48 შშმ პირი

პროგრამის შესახებ

პროგრამის შესახებ

შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა აჭარის რეგიონში, სახელმწიფო, საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.

პროგრამა მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოკლევადიანი სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლებას.

შშმ პირთა დასაქმების პრობლემის გადაჭრისა და მათი შრომითი უფლებების რეალიზებისათვის შემუშავებული სასწავლო მოდული, შშმ პირების კარიერული მართვის უნარების გაუმჯობესებასა და შემდგომ დასაქმებაზეა ორიენტირებული.

სასწავლო მოდული მოიცავს:

  • კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას
  • თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით სუბსიდირებად საწარმოო პრაქტიკას პოტენციურ დამსაქმებელთან

პროგრამის ფარგლებში შშმ პირები თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დამატებით გაივლიან მოკლევადიან სპეციალიზირებულ ტრენინგ კურსს შემდეგი მიმართულებით - რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა; გასაუბრებაზე მოქცევის წესები.

პროგრამით ისარგებლებს 8 შშმ პირი.

პროგრამის პროფესიები შეირჩევა პროგრამის მოსარგებლე პირთა უნარების, მათი საჭიროებებისა და აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერირებად დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგების შესაბამისობის საფუძველზე.

პროგრამის

ხანგრძლივობა

150-200 საათი

სასწავლო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით

120 საათი

სამუშაო გამოცდილების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით

პროგრამით

სარგებლობის უპირატესობები

ჩაერთეთ პროგრამაში და ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით მიიღეთ შესაძლებლობა

ჩართვის წესი და პირობები

პროგრამაში ჩართვა შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. პროგრამაში ჩასართავად მომსახურების მიღების მსურველი უნდა იყოს რეგისტრირებული ან დარეგისტრირდეს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

პროგრამის მოსარგებლედ შესაძლებელია შეირჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქე, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ წარმოდგენილი აქვს პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის (ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, დასაქმების კონსულტანტი და სხვა) ან/და ჯგუფის რომელიმე წევრის მიერ გაცემული დასკვნა.

ხშირად დასმული კითხვები

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში. რეგისტრაციისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა. სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ სამუშაო ჯგუფის (მაგალითად, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, დასაქმების კონსულტანტი და სხვა) ან/და ჯგუფის რომელიმე წევრის მიერ გაცემული დასკვნა

სასწავლო პროცესი დაიწყება არაუგვიანეს -------. სწავლების პერიოდი დამოკიდებულია კონკრეტული პროფესიული მიმართულებით განსაზღვრულ სასწავლო მასალაზე. სრული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა შეადგენს-----.

სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსის დასრულებისთანავე თქვენ გაივლით საწარმოო პრაქტიკას სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში. პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდირებად საწარმოო პრაქტიკას.

სწავლის მიმდინარეობისას პროფესიის შეცვლა არ შეგიძლიათ

სწავლება განხორციელდება ბათუმში ან/და ქობულეთში. სწავლების პერიოდში საჭიროებისამებრ გათვალისწინებულია ბენეფიციართა ტრანსპორტირება

ჩვენს მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად განსაზღვრულ იქნა ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები/პროფესიული უნარები. პროგრამა სასწავლო კურსის შეთავაზებით და უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელთან საწარმოო პრაქტიკის ორგანიზების გზით დასაქმების კარგ წინაპირობას ქმნის.

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის საჭიროა მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს შემდეგ მისამართებზე:

ბათუმი | ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №70/72
ქობულეთი | დავით აღმაშენებელის ქუჩა №141
ხელვაჩაური | დიდაჭარის ქუჩა №23
ქედა | მერაბ კოსტავას ქუჩა №3
შუახევი | ილია ჭავჭავაძის ქუჩა №3.
ხულო | თამარ მეფის ქუჩა №12

რეგისტრაციისათვის აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებობის შემთხვევაში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი,სერტიფიკატი).