კარიერა

დასაქმებისსააგენტოს პრიორიტეტული ამოცანაა, მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოს სააგენტოს სერვისებით მოსარგებლეების  ინფორმირებულობა კარიერული პერსპექტივების შესახებ.

სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს მოქალაქეების პროფესიულ/კარიერულ განვითარებას,  სწორედ ამიტომ, შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სააგენტო შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მარტივად, ერთ სივრცეში მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე.

გვერდი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში არსებულ ინფორმაციას, რომლის მეშვეობით მომხმარებელი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად  ამა თუ იმ პროფესიისათვის საჭირო უნარებს და განათლების მიღების გზებს გაეცნობა. კარიერულ დაგეგმარებასთან დაკავშირებული განხლებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს  შეცვალოს დამოკიდებულება კარიერული დაგეგმარების მხრივ, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება  განათლებასა და კარიერასთან დაკავშირებით გადაწყეტილების მიღების პროცესში.

მოცემულ გვერდზე ,,კარიერა’’ ბმულების სახით თავმოყრილია საქართველოს ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია.