გრანტები და პროგრამები

დასაქმების სააგენტოს პრიორიტეტული ამოცანაა, მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რასაც დღემდე წარმატებით ართმევს თავს. სამომავლოდ, ამ კუთხით საქმიანობის გააქტიურება, სამოქალაქო ინიციატივებისა და პროექტების  მხარდაჭერა, ჩვენი მოქალაქეების თვითრეალიზაციის ხელშეწყობას, რეგიონში დასაქმების მხვრივ არსებული სირთულეების აღმოფხვრას, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დახმარებას და შრომის ბაზარზე ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესებას ემსახურება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმების სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას, განსაკუთრებით საგრანტო პროექტისა და დაფინასების შესაძლებლობების კუთხით. ამ მიზნით, მოცემულ გვერდზე განთავსებული იქნება ინფორმაცია სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტისა და დაფინასების შესაძლებლობების შესახებ. სააგენტოს ვებ პორტალის უპირატესობა საგრანტო პროექტისა და დაფინასების მხვრივ იმაში მდგომარეობს რომ, სერვისებით მოსარგებლეები ერთ სივრცეში შეძლებენ მათთვის ხელმისწვდომი და საინტერესო საგრანტო თუ დაფინასების პროექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას.

ფესტივალების ორგანიზება და მართვა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ აჭარის რეგიონში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის, კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების მიზნით.  

პროექტი ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას ფესტივალების ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესების, ერთიანი კულტურული კალენდარის შემუშავებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ვორკშოფის ფარგლებში მოხდება ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტთა გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება, ამავდროულად  შედგება დიალოგი არსებული ფესტივალების ორგანიზატორთა შორის და ხელი შეეწყობა მათ პროფესიულ განვითარებას.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1468&gid=6&ppid=13#.WTQNgOvyjIU 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ახალი სამთავრობო პროგრამისაწარმოე საქართველოში" განხორციელება დაიწყეს.

სამთავრობო პროგრამა მიმართულია წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ მიზანს მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროგრამა მოიცავს 3 კომპონენტს:

  • ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა
  • უძრავი ქონების უზრუნველყოფა
  • საკონსულტაციო მომსახურება

პროგრამას ახორციელებ

  • სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო
  • სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
  • სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ  http://qartuli.ge/geo/ 

სტარტაპ საქართველო სსსაპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. „სტარტაპ საქართველო" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ის ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის 206 დადგენილებით დამტკიცდა

პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

სტარტაპ საქართველო" პროექტების შერჩევის პროცესს წარმართავს კონკურსის წესით, წარმოდგენილი განაცხადებიდან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა"-ში მონაწილეობის მსურველი (განმცხადებელი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ან პირთა ჟგუფი)
  • წარმოდგენილი იდეა უნდა იყოს ინოვაციური და ჰქონდეს ბიზნეს-პერსპექტივა
  • განმცხადებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხედვა და მზადყოფნა
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ  http://startup.gov.ge

ადგილობრივ და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო/შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც ხორციელდება ყოველწლიურად განათლების და კულტურის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების/ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში.

მერია 16-29 წლის ასაკის, ბათუმში რეგისტრირებულ საქრთველოს მოქალაქეებს, სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას ადგილობრივ და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო/შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობისთვის, პროგრამის მიზანია ბათუმელი ახალგაზრდების კვალიფიკაციის ზრდა, კონკურენტუნარიანობის და ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა.


ალაქ ბათუმის მერიის პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ  http://batumi.ge/ge/?page=show&sec=109 

ახალგაზრდებისათვის დამატებითი სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით ქალაქ ბათუმის მერია ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობის ღონისძიებას. ღონისძიება ითვალისწინებს ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც პროფესიულ სტაჟირებას ან/და გადამზადებას გაივლიან აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და შვეიცარიაში. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია . ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 2017 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ 18-დან 29 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან სწავლობს ავტორიზებულ პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ფლობს არანაკლებ ერთ უცხო ენას და . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს სტაჟიორად მოწვევის დამადასტურებელ დოკუმენტს.


ალაქ ბათუმის მერიის პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ http://batumi.ge/ge/?page=show&sec=109

ალაქ ბათუმში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების, მხატვრებისა და ფოტოხელოვანთა საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ალაქ ბათუმის მერია ახორციელებს საერთაშორისო ღონისძიებებში ხელოვანთა მონაწილეობის მხარდაჭერის ქვეპროგრამას.

ქვეპროგრამისს ფარგლებში გათვალისწინებულია ალაქ ბათუმში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფების, ალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ინდივიდუალური შემსრულებლების, მხატვრებისა და ფოტოხელოვანების მხარდამჭერი ღონისძიებები. კერძოდ, იმ ხელოვანთა ხელშეწყობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა თუ გამოფენებში.


ალაქ ბათუმის მერიის პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ http://batumi.ge/ge/?page=show&sec=109 

კულტურულ ღონისძიებეში საზოგადოების მონაწილეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ალაქ ბათუმის მერია ახორციელებს კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის ქვეპროგრამას, რომელიც ითვალისწინებს კულტურის სფეროში ორგანიზაციებიდან და ფიზიკური პირებიდან შემოსული პროექტების (თავისუფალი ინიციატივები) მხარდაჭერას. კონკურსის წესით შეირჩევა საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას. განათლების და კულტურის მიმართულებით.


ალაქ ბათუმის მერიის პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ http://batumi.ge/ge/?page=show&sec=109  

ალაქ ბათუმის მერია პროგრამის "ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში ახორციელებს სტუდენტური საზაფხულო დასაქმების ქვეპროგრამას, რომელიც ითვალისწინებს იმ სტუდენტების დასაქმებას, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და სწავლობენ ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლო და პროფესიულ სასწავლებლებში. სტუდენტები დასაქმდებიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურულ ერთეულებში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სტუდენტებს:

  • სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი ან მეტი შვილი) წევრი
  • მზრუნველობამოკლებული სტუდენტი (დედით და მამით ობოლი)
  • სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე პირის, დაღუპული ან გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის შვილი
  • მუნიციპალიეტის მიერ ინიცირებულ პროგრამებში (ეკოლოგიის, გამწვანების, გაწმენდით და სხვა მოხალისეობრივ აქტივობებში) აქტიურ მოხალისეებად ჩართული სტუდენტი
  • მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომლის საერთო შეწონილი საშუალო ქულა შედგენს 81 (ოთხმოცდა ერთი) ქულას.

პროგრამა განხორციელდება ორ ეტაპად, თითოეულ ეტაპზე დასაქმდება 100 სტუდენტი, სულ  პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 200 სტუდენტი. გაწეული შრომა ანაზღაურდება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). პროგრამის მონაწილეებს გამოავლენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია.


ალაქ ბათუმის მერიის სხვადასხვა პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ http://batumi.ge/ge/?page=show&sec=124

ალაქ ბათუმის მერია  პროგრამის "ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში ახორციელებს ,,ახალგაზრდული ცენტრის“ ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებას ,,ახალგაზრდობის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“. პროექტი გულისხმობს ახალგაზარდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების  მიერ ინიცირებული ან  ახალგაზრდებისათვის სასარგებლო პროექტების განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას. კონკურსის წესით შეირჩევა საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას.  პრიორიტეტი მიენიჭება ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებს, რომლებიც მოემსახურება მათი თანატოლების საჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პროექტების ბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია განიხილავს ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ, ან  ახალგაზრდებისათვის სასარგებლო მნიშვნელოვან პროექტებს, მათ აქტუალობას და განხორციელების შედეგს. ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ცალკეული პროქტების დაფინანსების თაობაზე.  ახალგაზრდობის განვითარების კუთხით.


ალაქ ბათუმის მერიის სხვადასხვა პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ http://batumi.ge/ge/?page=show&sec=124 

უცხოეთში სტაჟირების პროგრამას, რომელსაც 2006 წლიდან  ყოველწლიურას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საფუძვლად უდევს ევროპის რეგიონთა ასამბლეას ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეა”

პროგრამა „ევროოდისეა” დაარსდა 1985 წელს ევროპის რეგიონთა ასამბლეას   (ერა) ეგიდით და გულისხმობს პროგრამის მონაწილე რეგიონებს შორის ახალგაზრდების გაცვლას მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცებისა და/ან  პროფესიული გადამზადების მიზნით.

ევროპის 40-მდე რეგიონის სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში პროფესიული პრაქტიკის გავლით, პროგრამა ეხმარება ახალგაზრდებს პრაქტიკაში განამტკიცონ მიღებული თეორიული განათლება და რეალურად ეზიარონ თავიანთ პროფესიას. ამ პროცესს თან ახლავს ახალგაზრდების გამდიდრება როგორც ლინგვისტური თვალსაზრისით, ასევე, მრავალკულტურულ გარემოში მუშაობისათვის საჭირო თვისებების შეძენით.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე პირს, რომელსაც გააჩნია  პროფესიულ-ტექნიკური ან უმაღლესი განათლება,   ფლობს ერთ ან რამდენიმე უცხო ენას და აკმაყოფილებს სტაჟირების პირობებს.

რეგიონების მიხედვით სტაჟირების ხანგრძლივობა 3-დან 7 თვემდეა და მთლიანად დაფინანსებულია მიმღები რეგიონის მიერ. ამ მიზნით, ახალგაზრდებს ყოველთვიურად ერიცხებათ სტიპენდია  700-800 ევროს ოდენობით კვებისა და აკომოდაციის ხარჯების დასაფარავად. სტაჟირება იწყება უცხო ენის 4 -კვირიანი ინტენსიური კურსით, რომლის ღირებულებასაც ასევე  ფარავს მასპინძელი რეგიონი. სპეციალური კულტურული პროგრამა აცნობს  სტაჟიორს რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და უადვილებს  მას ახალ გარემოში ადაპტაციას.

სტაჟიორის დაზღვევის თანადამფინანსებელია ევროპის რეგიონთა ასამბლეა, ხოლო გზავრობისა და ვიზის  ხარჯებს იღებს თავად სტაჟიორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტაჟიორს ერთჯერადი სტიპენდიის სახით ურიცხავს 950 ლარს.

სტაჟიორი მუდმივი ყურადღების ცენტრშია როგორც ადგილობრივი, ასევე მიმღები რეგიონის კოორდინატორის მხრიდან, რომელიც ეხმარება მას იმ საკითხების მოგვარებაში რომელიც, შესაძლოა, სტაჟირების პროცესში წარმოიქმნას, ასევე თვალყურს ადევნებს სტაჟიორის ევოლუციას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ინფორმაციას აწვდის წარმდგენი რეგიონის კოორდინატორს.

სტაჟირების დამთავრების შემდეგ, პრაქტიკანტი ვალდებულია მასპინძელ რეგიონს წარუდგინოს მოხსენებითი წერილი, რომელშიც მიმოიხილავს სტაჟირების პერიოდს და აფასებს მიღებულ გამოცდილებას. ამ წერილის საფუძველზე სტაჟიორი ღებულობს შესაბამის სტაჟირების სერტიფიკატს. 

პროგრამაში მონაწილეობის პროცედურა შემდეგია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უცხოეთში გასაგზავნ სტაჟიორთა შესარჩევი კომისიის მიერ გამოვლენილი კანდიდატის სააპლიკაციო განაცხადი  მიეწოდება  სტაჟიორის მიმღებ რეგიონს. სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულოს მიმღები რეგიონის კოორდინატორი, აპლიკანტთან  სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1385&gid=6&ppid=12#.WTP99OvyjIU


საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო აჭარის რეგიონში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის, კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების მიზნით.  

პროექტი ითვალისწინებს  წლის განმავლობაში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მონაწილეობის ხელშეწყობას საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში, რაც მნიშვნელოვანია, როგორც  ხელოვანთა შემოქმედებითი განვითარების, ასევე კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მხრივ. საკონკურსო თანხის ფარგლებში დაფინანსდება კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები, ხოლო არასაკონკურსო თანხის ფარგლებში აპლიკანტების დაფინანსების საკითხი, ისევე როგორც საკონკურსო პირობები, დაფინანსების ოდენობა, შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.


დაწვრილებითი
ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1468&gid=6&ppid=13#.WTQNgOvyjIU 

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობას ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ აჭარის რეგიონში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის, კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების მიზნით. 

პროექტი  ითვალისწინებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების  პედაგოგთა და მოსწავლეთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას;  ტრენინგებში, მასტერკლასებში, ვორკშოფებსა და სხვა სახელოვნებო განათლების ხელშემწყობ აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობას; სახელოვნებო ლიტერატურის ბეჭდვითი მასალების მომზადება-გამოცემის ხელშეწყობას.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1468&gid=6&ppid=13#.WTQNgOvyjIU 

პროფესიული განვითარების ღონისძიება სადადგმო ჯგუფისთვის ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ  აჭარის რეგიონში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის, კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების მიზნით.   

პროექტი ითვალისწინებს კადრების (სადადგმო ჯგუფი) გადამზადებას აჭარის რეგიონში მოქმედი კულტურის ორგანიზაციების გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნების შესაბამისად.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1468&gid=6&ppid=13#.WTQNgOvyjIU