სერვისი მაძიებელს

ელექტრონულისერვისებისგანვითარებისმიზანი

 

სააგენტოს ელექტრონული სერვისების შემუშავება განხორციელდა მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით და ემსახურება დასაქმების სააგენტოში მოსახლეობის პირადი მომართვიანობის საჭიროების  შემცირებას,  თვითმომსახურების განვითარებას და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვით სააგენტოს მიზანია დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარება, მოქალაქის/სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა და საგანმანათლებლო  პროვაიდერ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა,  აღნიშნული სისტემის მეშვეობით თვითმომსახურების განვითარება და სერვისების მარტივად სარგებლობის შესაძლებლობა.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაქმების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს პროცესების დიაგნოსტიკა და მოახდინოს საჭიროების იდენტიფიცირება, რაც არსებული მომსახურების სრულყოფასა და განვითარებას შუწყობს ხელს.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა, სააგენტოს სერვისებით მოსარგებლე მოქალაქე/სამუშაოს მაძიებლებს, აძლევს შესაძლებლობას

  • შექმნას და დისტანციურად მართოს საკუთარი პროფილი
  • სერვისების სარგებლობისათვის გამოიყენოს  ელექტრონული რესურსი
  • მოიძიოს ვაკანსიის/სტაჟირების/მოხალისეობის, საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ განაცხადი
  • განათავსოს/მოიძიოს სამუშაო ოჯახში გაანცხადი
  • გაეცნოს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცი და ჩატარებული კვლევების შედეგებს  და სურვილის შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა  მსგავსი კვლევების ორგანიზება/ინიცირება/განხორციელებაში
  • კვალიფიკაციის ამაღლების ან/და ახალი პროფესიის დაუფლების მიზნით  ჩაერთოს დასაქმების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამებში
  • ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით მიიღოს საჭირო ინფორმაცი ან დახმარება 

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ   სამუშაოს მაძიებლებს  შეუძლიათ შეუძლიათ განაცხადი:

  • ვაკანსიის შესახებ- კონკრეტული მახასიათებლის მქონე თავისუფალ სამუშაოს ადგილის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სისტემაში რეგისტრირებულ აქტიურ სამუშაოს მაძიებლის შესაძლელობას ზრდის სასურველი სამუშაო ადგილის მოძიებისა და დასაქმების კუთხით.  შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით სასურველი სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით  ძებნის პროცესი არის უფრო კომფორტული და ნაკლებად სტრესული, მოითხოვს ნაკლებ  დროსა  და ენერგიას, რადგან დაინტერესებულ მოქლაქეს შეუძლია მარტივი პროცედურების გავლით, სახლიდან გაუსვლელად იპოვოს სასურველი სამუშაო.
  • სტაჟირების შესახებ- შრომის ბაზრის მართვის  ელექტრონული სისტემა აძლევს პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მსურველ მოქალაქეებს მათთვის საინტერესო სტაჟირების შესახებ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას; სტაჟირება სასურველ სფეროში კი მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის - შეძლებენ თეორიული ცოდნის გამყარებას, საჭირო პროფესიული გამოცდილების შეგროვებას, რაც სამომავლოდ მათთვის კარიერული დაგეგმვის და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ფუნდამენტის შექმნის საფუძვლად შეიძლება იქცეს.
  • მოხალისეობის შესახებ- სააგენტოს სერვისები არა მარტო სამუშაოს და პრაქტიკის მაძიებელთათვის არის საინტერესო, არამედ საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მსურველი მოქალაქეებისათვისაც, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში. მოხალისეობრივი საქმიანობა კი მოქალაქეებისთვის პიროვნული განვითარების, საკუთარი უნარ ჩვევების უკეთ შეცნობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის და მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობას მიცემს.

შრომის ბაზრის ელექტრონული სისტემის მეშვეობით სააგენტო ხელს უწყობს  ,,სამუშაო  ოჯახში’’ პოპულარიზაციას,

) სასურველი სამუშაოს მოლოდინში ერთჯერადი დასაქმების მსურველს  შესაძლებლობა აქვს ოჯახში ერთჯერადი თუ დროებითი სამუშაოს შესრულებით მიიღოს შემოსავალი  

) სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა  საშუალება სამუშაოს მაძიებლისგან გახდეს დამსაქმებელი და  განათავსოს  განცხადებასამუშაო ოჯახშიშესახებ  და დროის დაზოგვით ადვილად  მოიძიოს სასურველი კანდიდატები ოჯახში ერთჯერადი ან გრძელვადიანი დასაქმების მიზნით.

შრომის ბაზრის მართვის  ელექტრონული  სისტემის მეშვეობით სააგენტო ხელს უწყობს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსის დამკვიდრების მიზნით, დაინტერესებული პირების პროფესიულ განვითარებას ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების მხრივ. სისტემაში რეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სააგენტოს ვებ პორტალის მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროვაიდერების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების შესახებ. მსგავს საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია ადგილობრივი დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. მრავალმხვრივი პროფესიული ზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმატებული კარიერისთვის, როგორც საქართველოში ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შესაბამისად მრავალმხვრივი საგანმანათლებლობლო პროექტების შეთავაზება და ამ პროექტებში  მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა, დასაქმების სააგენტოს ერთ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.
შრომის ბაზრის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ერთის მხრივ  ხდება სისტემაში განთავსებულ  ვაკანსიაზე, ვაკანსიის პირობების გათვალისწინებით შესაბამისი ადამიანური რესურსის შერჩევა, და ამასთანავე სისტემაში რეგისტრირებულ მოქალაქე/სამუშაოს მაძიებელს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს ინტერესი მისთვის სასურველ ვაკანსიაზე. მთლიანობაში სამუშაოს ძებნა ჩვენი სისტემის მეშვეობით ხდება უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული.

უცხოეთში შრომითი რესურსის რეკრუტირების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია,  უცხოეთში დასაქმების მსურველთა ინფორმირება ქვეყნის ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის, მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარების, მათი შრომითი და ადამიანური უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც  ხელს შეუწყობს საქართველოდან შრომითი მიგრანტების დროებით ლეგალურ დასაქმებას.

აღნიშნული სერვისი მიმართულია რეგიონალური შრომის ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილების დანერგვით კონკურენტუნარიანი შრომითი რესურსის ზრდისკენ და ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება შორის არსებული დისბალანსის შემცირებისკენ.

აღნიშნული სერვისი შესაძლებლობას აძლევს ერთის მხრივ, გაზარდოს დაინტერესებულ პირების ხელმისაწვდომობა, კვალიფიკაციის ამაღლების და ევროპული გამოცდილების მიღების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლეგალური დროებითი დასაქმების შესახებ ინფორმაციისადმი, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოში ოპერირებად კომპანიებს, რომლებიც ეწევიან სამუშაო რესურსის რეკრუტირებას უცხოეთში განათავსოს სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია და მოიძიოს უცხოეთში დასაქმების მსურველები

სააგენტოს ერთ-ერთ მთავარი მიზანია მოქალაქეების შესაძლებლობების რეალიზების და უნარების განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა. თვითრეალიზაციის, იდეების განხორციელებასა და საკუთარი მიზნების მიღწევისათვის საჭირო გრანტებისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციის  ერთ სივრცეში თავმოყრით, სააგენტო სერვისების მოსარგებლეებს შესაძლებლობების ჰორიზონტის მნიშვნელოვნად ზრდასა და ალტერნატიული ეკონომიკური საქმიანობის დაწებაში უწყობს ხელს.

პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თვითგანათლებას. ფორმალური განათლება ეხმარება ადამიანს არსებობაში, თვითგანათლება კი წარმატებამდე მისვლაში. სწორედ ამიტომ, სააგენტომ გადაწყვიტა თავის პორტალზე ერთ სივრცეში თავი მოეყარა, თემატური ჯგუფების მიხედვით დაელაგებინებია და განეთავსებინებია ვიდეოგაკვეთილები, პუბლიკაციები, სტატიები, ელექტრონული სახელმძღვანელოები და სხვა საინფორმაციო მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სერვისებით მოსარგებლეთა თვითგანათლებას და პროფესიულ განვითარებას.

აღნიშნული სერვისი წაახალისებს სწავლისადმი დამოუკიდებელ მიდგომას, შესაძლებლობას მისცემს  პიროვნებას სხვისი დახმარების გარეშე მოიძიოს და დაამუშაოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ხელს შეუწყობს მომხმარებელს, შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რაც შესაძლებლობებს მისცემს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.

სააგენტო, შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს  სააგენტოს ან/და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებულობას და ჩართულობას.

აღნიშნული პროგრამების მიზანია რეგიონალურ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით ადამიანური რესურსის პროფესიული მომზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება,პარტნიორ კომპანიებში საწარმოო პრაქტიკის გავლა, რაც  გაზრდის სამუშაო ძალის დასაქმების  შესაძლობებს  და სამუშაო ადგილზე მდგრადობას.  

შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობა, ხელს შეუწყობს მოქალაქეს შრომის ბაზარზე ადვილად ორიენტირებას, საკუთარი შესაძლებლობების და ბაზრის მოთხოვნების მაქსიმალურად გამოიყენებაში. შესაბამისად, სააგენტოს ამოცანაა ამ მიმართულებით გაზარდოს მოქალაქეების ინფორმირებულობა და მათთვის სხვადასხვა კვლევის შედეგებსა და სტატისტიკური მონაცემებზე ხელმისაწვდომობა.

სააგენტოს მიზანია მჭიდრო თანამშრომლობა იქონიოს თავის მომხმარებლებთან, იზრუნოს მათთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და ხარისხიანი სერვისების მიწოდებაზე. სწორედ ამიტომ ვებ პორტალი ინტერაქტიულია და აგებულია ვებ 2 (უკუკავშირის) პრინციპით.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა იძლევა შესაძლებლობას ონლაინ კონსულტაციის გზით სერვისით მოსარგებლეებმა დასაქმების საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე კვალიფიციური თანამშრომლებისაგან ოპერატიულად მიიღონ პასუხები.

სააგენტოს მომსახურება დაფუძვნებულია  სერვისებით მოსარგებლეთათვის კომფორტული გარემო შექმნისა და ოპერატიულ რეაგირებაზე. შეთავაზების, დაგეგმილი პროექტებისა თუ  გაწეული მომსახურების  შესახებ ინფორმაციას სააგენტო მომხმარებელს        აწვდის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გზავნილის გზით.