შრომითი მიგრაცია

დასაქმების სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, გაზარდოს მათი ინფორმირებულობა ამ კუთხით და უზრუნველყოს კონკრეტული შეთავაზებებით უცხოეთში დასაქმების მსურველები.

ამ მიმართულებით სააგენტოს მუშაობა ერთის მხრივ, ემსახურება ჩვენი მოქალაქეების იმ რისკებისგან დაცვას, რომელიც უკანონო მიგრაციას შეიძლება ახლდეს - იმედგაცრუება, მატერიალური რესურსის დაკარგვა, დაბალი ანაზღაურება, შეუსაბამო სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობის შერყევა, ადამიანით მოვაჭრეების ხელში ჩავარდნა, დეპორტაცია (იძულებით დაბრუნება), სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლად ქცევა;მეორეს მხვრივ, უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების დროებითი დასაქმება ბევრი თვალსაზრისით მომგებიანი იქნება როგორც მოქალაქეებისთვის ასევე ჩვენი შრომის ბაზრისთვის და ამ ბაზარზე კვალიფიციური თანამშრომლების მაძიებელი დამსაქმებლებისათვის.


ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების გზით შეძლებენ აიმაღლონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ ახალ კულტურას და გაიმყარონ ინტერკულტურული კომპეტენციები, გაიფართოვონ პროფესიული და პიროვნული ჰორიზონტი, შეიძინონ ანგანივითარონ არსებული ცოდნა, უნარ-ჩვევები, დაამყარონ საჭირო კონტაქტები საზღვარგარეთ. ამასთან უცხო ქვეყანაში ადამიანი გამუდმებით დგას ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა გამკვლავება უხდება დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე დასაქმება უცხოეთში ჩვენს მოქალაქეებს არა მარტო პროფესიული, არამედ პიროვნული განვითარების საშუალებასაც მიცემს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში  ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში სხვადასხვა უცხოური ბრენდის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის გააქტიურებამ, გაზარდა მოთხოვნა შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანურ რესურსზე.  უცხოეთში დასაქმების გზით საშუალოვადიან პერსპექტივაში  რეგიონის შრომის ბაზარზე გაიზრდება  მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის რიცხვი, რაც თავის მხვრივ გაზრდის ბაზარზე კონკურენციას და მიცემს დამსაქმებელს ღირსეული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

სამომავლოდ, დასაქმების სააგენტო თავის პარტნიორებთან ერთობლივი თანამშრომლობით აპირებს უცხოეთში დასაქმების კუთხით ინტენსიურ მუშაობას. ამ გზით სააგენტო გაზრდის რეგიონში შრომითი მიგრაციის შესახებ ცნობიერებას,  ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ აქტიურად დაიწყო მუშაობა უცხოეთში დასაქმების მსურველების შესაბამისი შეთავაზებებით უზრუნველყოფისთვის და ამ კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან  (IOM).

ამ ეტაპზე აჭარის დასაქმების სააგენტო ჩართულია IOM-ის ერთ-ერთ ახალ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოდან შრომითი მიგრანტების დროებით პილოტირებას პოლონეთსა (არანაკლებ 70 შრომითი მიგრანტი) და ესტონეთში (არანაკლებ 10 შრომითი მიგრანტი). პროექტი უზრუნველყოფს პოლონეთის მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული დროებითი შრომითი მიგრაციის გამარტივებული რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას და პოლონეთში შრომითი მიგრანტების ლეგალური დროებითი დასაქმების ხელშეწყობას. ესტონეთი ევროკავშირის მეორე წევრი ქვეყანაა, რომელმაც გამოხატა ინტერესი საქართველოსთან რეგულირებული დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირების სფეროში, განსაკუთრებული აქცენტით მაღალკვალიფიცირებულ ადამიანურ რესურსზე. 

პროექტი საერთაშორისოა და მისი პარტნიორები არიან:

საქართველო  

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • სოციალური მომსახურების სააგენტო 
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო
  • საქართველოს დიპლომატიური მისიები პოლონეთსა და ესტონეთში 
  • დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაცია

პოლონეთი  

  • შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო
  • დამსაქმებლები
  • პროფკავშირები

ესტონეთი  

  • ესტონეთის მეწარმეები
  • ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტრო
  • ესტონეთის დამსაქმებელთა კონფედერაცია
  • ესტონეთის უმუშევართა დაზღვევის ფონდი
  • პროფკავშირები
  • დასაქმების კერძო სააგენტოები
  • პოლიციისა და საზღვრის დაცვის ბიურო

ამ პროექტში აჭარის დასაქმების სააგენტოს მუშაობა განისაზღვრება ძირითადად შემდეგი მიმართულებებით:

  • პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება
  • პოლონეთში/ესტონეთში დასაქმების მსურველი პირების ინფორმირება დასაქმების შესაძლებლობებისა და პირობების შესახებ
  • იდენტიფიცირებული სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და რეგისტრაციის მონაცემების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის
  • კანდიდატის წინასწარი და საბოლოო შერჩევის პროცედურებში მონაწილეობა
  • შერჩეული კანდიდატების გამგზავრების-წინა ორიენტაციაში მონაწილეობა
  • შრომითი მიგრანტების დასაქმების პირობების მონიტორინგში მონაწილეობა
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში შრომითი მიგრანტების დროებითი ლეგალური დასაქმების ოპერატიული მოდელის განვითარებას რაც ხელს შეუწყობს ადამიანურ რესურსზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ეფექტურ კავშირს, მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებას, მათი შრომითი და ადამიანური უფლებების დაცვას.


სასარგებლო რჩევები