ელექტრონული სერვისების განვითარების მიზანი

სააგენტოს ელექტრონული სერვისების შემუშავება განხორციელდა მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით და ემსახურება დასაქმების სააგენტოში მოსახლეობის პირადი მომართვიანობის საჭიროების  შემცირებას,  თვითმომსახურების განვითარებას და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვით სააგენტოს მიზანია დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო სერვისების განვითარება, მოქალაქის/სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა და საგანმანათლებლო  პროვაიდერ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა,  აღნიშნული სისტემის მეშვეობით თვითმომსახურების განვითარება და სერვისების მარტივად სარგებლობის შესაძლებლობა.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით დასაქმების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს პროცესების დიაგნოსტიკა და მოახდინოს საჭიროების იდენტიფიცირება, რაც არსებული მომსახურების სრულყოფასა და განვითარებას შუწყობს ხელს.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა, სააგენტოს სერვისებით მოსარგებლე პარტნიორ ორგანიზაციებს/დამსაქმებლებს,  შესაძლებლობას აძლევს:

  • შექმნას და დისტანციურად მართოს საკუთარი პროფილი
  • სერვისების სარგებლობისათვის  გამოიყენოს ელექტრონული რესურსი
  • განათავსოს განაცხადი ვაკანსიის/სტაჟირების/მოხალისეობის, საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ
  • სააგენტოს თანამშრომელთა დახმარებით ოპერატიულად მოიძიოს ვაკანსიის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიციური კადრი
  • გაეცნოს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცი და ჩატარებული კვლევების შედეგებს და სურვილის შემთხვევაში  მიიღოს მონაწილეობა მსგავსი კვლევების ორგანიზება/ინიცირება/განხორციელებაში
  • შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიკაციური ადამიანური რესურსის განვითარების მიზნით ჩაერთოს დასაქმების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამებში
  • ონლაინ კონსულტაციი მეშვეობით მიიღოს საჭირო ინფორმაცი ან დახმარებ.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ   ორგანიზაციებს/დამსაქმებლებს  მარტივი პროცედურების  გავლით შეუძლიათ განათავსონ განაცხადი:

  • არსებული ვაკანსიის  შესახებ და მოიძიონ შესაბამისი ადამიანური რესურსი- კონკრეტული მახასიათებლის მქონე თავისუფალ სამუშაოს ადგილის შესახებ ინფორმაციის განთავსებით სისტემაში რეგისტრირებულ აქტიურ სამუშაოს მაძიებლებს სასურველი სამუშაო ადგილის მოძიებისა და დასაქმების შესაძლელობა  ეზრდებათ. ერთიანობაში, დასაქმების ხელშეწყობა ერთის მხრივ, ორგანიზაციის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალით გაძლიერებას და მეორეს მხრივ, უმუშევრობის შემცირებას უწყობს ხელს. საერთო ჯამში კი, რეგიონის სოციალური-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება.
  • სტაჟირების შესახებ- რაც პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მსურველ მოქალაქეებს ეხმარება თეორიული ცონის გამოყენებით პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სტაჟირების პროგრამის განხორციელებით ორგანიზაციები ხელს უწყობს შრომის ბაზრის გამდიდრებას მაღალ კვალიფიციური კადრებისთ  და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.
  • მოხალისეობის შესახებ -რაც საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მსურველი მოქალაქეების ჩართულობას უწყობს ხელს. მოხალისეობრივი საქმიანობა ერთის მხრივ, მოქალაქეებისთვის პიროვნული განვითარების, საკუთარი უნარ ჩვევების უკეთ შეცნობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის და მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობას მიცემს, ხოლო მეორეს მხრივ განავითარებს ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობას - რაც მათ მეტ ატრაქტიულობას შესძენს.


სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ერთის მხრივ სისტემაში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების/მოქალაქეების პროფესიულ განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ საგანმანათლებლო პროვაიდერებს/ორგანიზაციებს ფორმალური და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციაში. სწორედ ამიტომ, შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სააგენტო შესაძლებლობას აძლევს   სისტემაში რეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროვაიდერებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს განათავსონ ინფორმაცია მათ მიერ ორგანიზებული ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების შესახებ და სწრაფად მოიძიონ ამ პროგრამებში მონაწილეობის მსურველები.

საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია ადგილობრივი დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. მრავალმხვრივი პროფესიული ზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა წარმატებული კარიერისთვის, როგორც საქართველოში ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, საგანმანათლებლობლო პროექტების შეთავაზება და ამ პროექტებში ჩვენი მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა, დასაქმების სააგენტოს ერთ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ერთის მხრივ  ხდება სისტემაში განთავსებულ  ვაკანსიაზე, ვაკანსიის პირობების გათვალისწინებით შესაბამისი ადამიანური რესურსის შერჩევა, და ამასთანავე სისტემაში რეგისტრირებულ მოქალაქე/სამუშაოს მაძიებელს აქვს შესაძლებლობა გამოხატოს ინტერესი მისთვის სასურველ ვაკანსიაზე. შესაბამისად,  სამუშაოს ძებნა ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხდება უფრო მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული.  აღსანიშნავია ის, რომ სააგენტომ დანერგა განცხადების შესაბამის მოთხოვნაზე მორგებული ადამიანური რესურსის შერჩევის ავტომატური შერჩევის ინოვაციური მეთოდი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროის დანაკარგს და აუმჯობესებს ვაკანსიაზე მუშაობის პროცესსა და შედეგს.

ორგანიზაცია/დამსაქმებელი დროისა და სურვილის გათვალისწინებით, თავად ირჩევს სერვისის მიწოდების ფორმას - თავად ახორციელებს ადამიანური რესურსის შერჩევას იმ სამუშაოს მაძიებელთაგან, რომლებიც აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს, ან სარგებლობს სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით.

უცხოეთში შრომითი რესურსის რეკრუტირების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია,  უცხოეთში დასაქმების მსურველთა ინფორმირება ქვეყნის ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის, მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარების, მათი შრომითი და ადამიანური უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც  ხელს შეუწყობს საქართველოდან შრომითი მიგრანტების დროებით ლეგალურ დასაქმებას.

აღნიშნული სერვისი მიმართულია რეგიონალური შრომის ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილების დანერგვით კონკურენტუნარიანი შრომითი რესურსის ზრდისკენ და ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება შორის არსებული დისბალანსის შემცირებისკენ.

აღნიშნული სერვისი შესაძლებლობას აძლევს ერთის მხრივ, საქართველოში ოპერირებად კომპანიებს, რომლებიც ეწევიან სამუშაო რესურსის რეკრუტირებას უცხოეთში განათავსოს სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია და მოიძიოს უცხოეთში დასაქმების მსურველები, ხოლო მეორეს მხრივ გაზარდოს დაინტერესებულ პირების ხელმისაწვდომობა, კვალიფიკაციის ამაღლების და ევროპული გამოცდილების მიღების მიზნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლეგალური დროებითი დასაქმების შესახებ ინფორმაციისადმი.

გრანტებისა და დაფინასების შესახებ ინფორმაციის განთავსებით სააგენტოს პარტნიორებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ  თანამოქალაქეების შესაძლებლობების ჰორიზონტი, შეუქმნან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების და უნარების განვითარებისთვის საჭირო წინაპირობები და ხელი შეუწყონ მათ ალტერნატიული ეკონომიკური საქმიანობის დაწყებაში.

ასევე საგენტო ორგანიზაციებს (მათ შორის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს) ორგანიზაციული ზრდისა და მიზნების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს გრანტებისა და დაფინანსებების შესახებ ინფორმირებულობით .

დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის, სააგენტო გეგმავს პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. სააგენტოს პროგრამების მიზანია რეგიონალურ ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით ადამიანური რესურსის პროფესიულ მომზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, დასაქმებისა და სამუშაო ადგილზე მდგრადობის ხელშეწყობა.  პროექტებში პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობა  ერთის მხრივ, ორგანიზაციებს საჭირო კადრების მომზადებისათვის  დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლობას აძლევს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს  შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტების შემცირებას.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობას ეძლევა ჩაერთონ სააგენტოს ან/და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგებში. ტრენინგების მიზანია იმ მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითებს, არსებულ და მოსალოდნელ რისკებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას. ტრენინგები ხელს შეუწყობს ორგანიზაციებს ააუმჯობესოს სამუშაო პირობები, აღმოფხვრას და შეამცროს რისკის წარმოშობის ფაქტორები და იზრუნოს საფრთხის არსებობის შემთხვევაში არ მიადგეს ზიანი დასაქმებულთა უსაფრთოებასა და ჯანმრთელობას.

საერთო ჯამში,  აღნიშნული ტრენინგები შრომითი ინსპექტირების იმპლემანტაციას შეუწყობს ხელს, რაც სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ხარისხის და ნაყოფიერების  ამაღლებას უზრუნველყოფს.  

ორგანიზაციების მიერ საკადრო პოლიტიკის ეფექტური წარმართვისათვის, მნიშვნელოვანია მათი ინფორმირებულობა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამ კუთხით პარტნიორებისთვის შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა მნიშვნელოვანი საინფორმაციო პლატფორმაა, ვინაიდან  სააგენტოს ამოცანაა ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის სხვადასხვა კვლევის შედეგები და სტატისტიკური მონაცემები.

სააგენტოს მიზანია მჭიდრო თანამშრომლობა იქონიოს თავის მომხმარებლებთან, იზრუნოს მათთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და ხარისხიანი სერვისების მიწოდებაზე. სწორედ ამიტომ ვებ პორტალი ინტერაქტიულია და აგებულია ვებ 2 (უკუკავშირის) პრინციპით.

შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა იძლევა შესაძლებლობას ონლაინ კონსულტაციის გზით სერვისით მოსარგებლეებმა დასაქმების საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე კვალიფიციური თანამშრომლებისაგან ოპერატიულად მიიღონ პასუხები.

სააგენტოს მომსახურება დაფუძვნებულია  სერვისებით მოსარგებლეთათვის კომფორტული გარემო შექმნისა და ოპერატიულ რეაგირებაზე. შეთავაზების, დაგეგმილი პროექტებისა თუ  გაწეული მომსახურების  შესახებ ინფორმაციას სააგენტო მომხმარებელს        აწვდის მოკლე ტექსტური შეტყობინებისა ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გზავნილის გზით.