ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და დემოკრატიის ინსტიტუტს შორის

 2015 წლის დეკემბერში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დასაქმების სააგენტოს 2016 წლის მიზნობრივი როგრამის  ,,პროფესიული გადამზადების’’  ბენეფიციარებმა „დემოკრატიის ინსტიტუტში“ უცხო ენების (რუსული, ინგლისური) შემსწავლელი უფასო კურსები და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ტრენინგები (როგორ დავწეროთ cv და სამოტივაციო წერილი და საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა) გაიარეს.   გარდა ამისა    ,,პროფესიული გადამზადების’’ კურსდამთავრებულებს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ევროკავშირის მხარდაჭერით ბენეფიციარებს საჩუქრად პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და სამუშაო ინვენტარი გადასცა. ბართენდერს საჩუქრად გადაეცა შეიკერი და ბარის ხელსაწყოების კრებული; მზარეულს - პროფესიონალი დანების კომპლექტი და დანების სამაგრი მაგნიტი; კონდიტერს - ელექტრო ღუმელი; ელ.შემდუღებელს - შედუღების აპარატი და ელექტრო კუთხსახერხი; გაზზე შემდურებელს - აირით შედუღებისთვის საჭირო მოწყობილობები; სტილისტს - ფენი, მაკრატელი და სავარცხლების ნაკრები; სასტუმრო და სარესტორნო საქმის მწარმოებლებს - პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები.

დასაქმების სააგენტოსა და დემოკრატიის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების აგენტებს  CTC-ის გადამზადების ცენტრმა ტრენინგი ჩაუტარა.