სავოევოდოს შრომის ოფისის მხარდაჭერით დასაქმების სფეროში დაგეგმილი ტრენინგი

 2016 წლის 29 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ზემო სილეზიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები სავოევოდოს შრომის ოფისის მხარდაჭერით დასაქმების სფეროში დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრნენ. ტრენინგის თემები   ,,პოლონეთის და სილეზიის შრომის ბაზრის მიმოხილვა’’; ,,პოლონეთის დასაქმების საჯარო სამსახურების ფუნქციონირება’’; ,,კატოვიცეს შრომის ოფისის აქტივობები პროფესიული ორიენტაციის სფეროში’’; ,,სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთათვის სერვისების ძირითადი პრინციპები’’ იყო.. გარდა ამისა,  ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლებმა მოინახულეს კატოვიცეს შრომის ოფისი, რაციბორჟის რაიონული დასაქმების სააგენტო და ამავე რაიონში არსებული კერძო დასაქმების ოფისი.