ვიზიტი ბანდერბურგის ფედერალურ მიწაზე (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)

  2016 წლის 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ქვეყნების პარლამენტთაშორისი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნი, აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ კახიძე ოფიციალური ვიზიტით ბანდერბურგის ფედერალურ მიწაზე იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლები მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, თეიმურაზ კახიძე ბანდერბურგის დასაქმების ცენტრს ეწვია და ცენტრის მუშაობის პრინციპებს გაეცნო. გარდა ამისა, დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს ჰქონდა არაოფიციალური შეხვედრები ადგილობრივ ფონდებთან, შეხვედრა მიზნად ისახავდა არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსების მოძიებას არსებული სერვისების განვითარებისთვის.