ტრენინგი კარიერული განვითარების შესახებ

 „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის ტექნიკური დახმარების“ (EUVEGE) პროექტის ფარგლებში დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებს 2015 წლის ოქტომბერში ჩაუტარდათ ვორქ-შოფი თემაზე „კვლევის ორგანიზება“. აღნიშნული ვორქ-შოფი კვლევის მეთოდებისა და მათი გამოყენების სპეციფიკის შესწავლას ეხებოდა. ამავე დროს პროექტის ფარგლებში 2016 წლის 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით დასაქმების სააგენტოს  თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგ/სემინარი შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკური შესახებ. სემინარის ძირითადი მიზანი შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის არსისა და სხვადასხვა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა იყო. ტრენინგზე ასევე განხილული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების პრაქტიკული საკითხები.