„საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“

 2016 წლის აგვისტოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებმა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებს იმ პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს შრომითი ძალის დროებით მიგრაციას ითვალისწინებს პოლონეთსა და ესტონეთში. შეხვედრაზე დასაქმების სააგენტოს თანამშრომლები შრომის მიგრაციის იმ კუთხეს გაეცნენ, რომელიც ხელს შეუწყობს მიგრანტი მუშაკების ზრდასა და განვითარებას. IOM-ის მიზანია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც შრომის მიგრაციაში ჩართულ ბენეფიციარებს მაქსიმალური სარგებლობის მღებაში დაეხმარება.