შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორია აჭარაში
 პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზბეულ „Polish Aid 2014” -ის კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებული გრანტის საფუძველზე, აჭარასა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.  თანამშრომლობის ფარგლებში აჭარაში შრომის  ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორია შეიქმნა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში:

  • მოხდა აჭარაში ეკონომიკური ცვლილებების პროგნოზირებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მოდელის შემუშავება.
  • მომზადდა გზამკვლევი აჭარაში მეწარმეობისა და დასაქმების ბაზრის სისტემის ხელშეწყობის მექანიზმებისა და პროცესების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. შემუშავდა წინადადებები თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ტრანსფერი სამინისტროებიდან და საჯარო ინსტიტუციებიდან ობსერვატორიაში.
  • პროექტის მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იყო.
 პოლონურ-ქართულ პროექტში   ჩართული იყო აჭარის ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და დასაქმების სააგენტო.  2014 წლის ივნისსა და ნოემბერში აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით მალოპოლსლკას რეგიონში იმყოფებოდნენ.  ვიზიტის ფარგლებში, დასაქმების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მალოპოლსკას რეგიონის შრომის ოფისს ეწვია, სადაც დასაქმების სააგენტომ თავისი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. გარდა ამისა სააგენტოს თანამშრომლები შრომის ოფისის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.