საბაჟო საქმის სპეციალისტი

პროფესიის პრეზენტაცია

 

საბაჟო საქმის სპეციალისტი მუშაობს  ორგანიზაციულ - მმართველობით, ეკონიმიკურ, საგარეო ეკონომიკურ, სამართალდამცავ, სამეცნიერო-კვლევით და პროფესიულ ორგანიზაციებში, ფედერალურ და რეგიონალურ მმართველობით ორგანოებში. ის ასრულებს კომპლექსურ სამუშაოებს, ერთიანი საბაჟო პოლიტიკის გატარებით; მას ევალება საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება, საგარეო ეკონომიკური საქმიანობა, გადასახადებზე და სავალუტო რეგულირებაზე კონტროლი; საბაჟო სამართალდამცავი პრაქტიკის სრულყოფა, საბაჯო გადასახდელების სახელმწიფო ბიუჯეტში

დროული გადარიცხვა, საბაჟო საქმის კუთხით დანაშაულის თავიდან აცილება და აღმოფხვრა.

ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბაჟო სამსახურს - თანამედროვე ეკონომიკის ერთერთ საბაზო ინსტიტუტს. ქვეყნის შიგნით ფისკალური ფუნქციების განხორციელებისა და უშუალო მონაწილეობით საერთაშორისო სავაჭრო სუბიექტების საქმიანობაში საბაჟო სამსახური ემსახურება ბიუჯეტის შევსებას და მაშასადამე ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას.

 

პროფესიის ტიპი და კლასი

 

საბაჟო საქმის სპეციალისტი მიეკუთვნება ტიპს „ადამიანი - ადამიანი“, ის ორიენტირებულია ადამიანთაშორის კომუნიკაციასა და ურთიერთქმედებებზე (კონტროლი, შემოწმება, დაკვირვება), ასევეა ტიპი „ადამიანი - ტექნიკა“ (მუშაობს კომპიუტერთან, საკომუნიკაციო, საბაჟო კონტროლისა და სპეციალური დანიშნულების მქონე მოწყობილობებთან),  საბაჟო საქმის სპეციალსტი ტიპ „ადამიანი - ბუნებასაც“ მიეკუთვნება, რადგან ხშირად  სამუშაო პროცესში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებსაც იყენებენ).

საბაჟო საქმის სპეციალისტის პროფესია მიეკუთვნება „შესრულებად“ კლასს,  ის დაკავშირებულია კანონმდებლობის აღსრულებასთან, სამსახურეობრივი ინსტრუქციებისა და კონკრეტული ამოცანების შესრულებასთან.

 

საქმიანობის აღწერა

 

საბაჟო საქმის სპეციალისტის პროფესიული საქმიანობის ობიექტს წარმოადგენს საბაჟო ორგანოები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სხვადასხვა  სამართლებრივი თუ არაკომერციული ორგანიზაციები და გაერთიანებები, რომლებიც დაკავებულნი არიან საბაჟო საქმიანობით და საჭიროებენ  პროფესიულ ცოდნას საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში.

საბაჟო საქმის სპეციალისტი უნდა ფლობდეს

 

  • საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებული ქვეუყანაში მოქმედი სამართლებრივ - ნორმატიული აქტებს, საერთაშორისო სამართლებრივი და საერთაშორისო სახელშეკრულებო ნორმებს
  • საბაჟო გამფორმებისა და საბაჟ კონტროლის ტრადიციულ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს
  • ქვეყნის შიგნით გადაადგილებადი სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის აღრიცხვის წესს
  • ხელშკრულებების დადებისა და საქონელბრუნვის ნაკადების მსოფლიო პრაქტიკას
  • საბაჟო საქმის ეკონომიკას
  • მართვის თანამედროვე მეთოდებს
  • სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის მატერიალურ და პროცესუალურ კანონმდებლობას
  • დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოძიება  საბაჟო საკითხის სფეროში ტაქტიკურს და ტექნიკური წესებს
  • სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოს შენახვის წესებს

საბაჟო საქმის სპეციალისტმა უნდა შეეძლოს

 

  • სამართალ - ნორმატიული აქტების და კანონების გამოყენება, რომლებიც არეგულირებს საბაჟო საქმის სფეროს
  • საბაჟო კონტროლირებად ტერიტორიაზე  საქონლისა და საატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კანონიერების უზრუნველყოფა
  • საბაჟო კონტროლირებად ტერიტორიაზე  საქონლისა და საატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ფაქტებისა და გარემოებების სწორი იურიდიული კვალიფიცირება
  • სამართალდარღვევის ფაქტების დადგენა და მათი სწორი კვალიფიცირება
  • სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება და სამსახურეობრივი ქმედებების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით

 

სპეციალისტისათვის აუცილებელი პიროვნული თავისებურებები

 

  • გუნდურობა
  • ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაციის შესაძლებლობა
  • ემოციურად მდგრადობა
  • პასუხისმგებლობა

 

საბაზისო განათლება

 

საბაჟო საქმის სპეციალისტის პროფესიის დასაუფლბლად საჭიროა უმაღლესი განათლება.

 

პროფესიის გამოყენება

 

საბაჟო საქმის სპეციალისტს შეუძლია მუშაობა საბაჟო ორგანოების სტრუქტურლ დანაყოფებში  (რეგიონალურ საბაჟო განყოფილებებში; საბაჟოზოებზე, საბაჟო გამშვებ პუნქთებზე), ძალოვან სტრუქტურებში, საბაჟო საქმით დაკავებული კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებში.

 

სამედიცინო უკუჩვენება

 

  • ნერვული სისტემის დაავადება
  • ფსიკური დაავადებები
  • საყრდნენ - მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის დარღვევა
  • ალკოჰოლურ - ნარკოტიკული დამოკიდებულება

კარიერული ზრდის პერსპექტივები

 

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა დამოკიდებულია ცოდნის ყოველდღიური გაღრმავებით სამუშაოს ახალი წესებისა და მეთოდების ათვისებაზე