2015 წლის კურსდამთავრებულთა კვლევა

კურსდამთავრებულთა კვლევა არის რეტროსპექტიული ხედვა სამიზნე ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, ასევე შედეგების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს სისტემატურ ანალიზს იმ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ცვლილებების (პოზიტიური ან ნეგატიური; დაგეგმილი ან დაუგეგმავი) შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კურსდამთავრებულთა ცხოვრებაში დასაქმების კუთხით. კურსდამთავრებულთა კვლევა (Tracer Study) საუკეთესო საშუალებაა სწავლების გრძელვადიანი შედეგების გაზომვის, შეფასების და აღწერისათვის. კვლევა გვაძლევს ინფორმაციას, თუ როგორ წარიმართა კურსდამთავრებულთა შემდგომი საქმიანობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან (განათლება, დასაქმება, თვითდასაქმება, უმუშევრობა) მიმართებაში.

კურსდამთავრებულთა კვლევის მიზნებს წარმოადგენს:

  • იმ ცვლილებების გამოვლენა რასაც ადგილი ჰქონდა სწავლის დასრულების შემდგომ ბენეფიციართა ცხოვრებაში;
  • იმის განსაზღვრა შეუწყო თუ არა ხელი საგანმანათლებლო ინტერვენციამ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას. კერძოდ, ცვლილებები განპირობებული იყო ინტერვენციით, თუ - სხვა ფაქტორებით;
  • საგანმანათლებლო ინტერვენციის ეფექტურობის შეფასება.
  • კურსდამთავრებულთა კვლევის ამოცანებს წარმოადგენს:
  • კურსდამთავრებულთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და სასწავლებლით კმაყოფილების შესწავლა;
  • კურსდამთავრებულთა მიერ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული გეგმების შესწავლა;
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარებამდე კურსდამთავრებულთა განათლების დონის იდენტიფიცირება.
  • კურსდამთავრებულთა სწავლის შემდგომ საქმიანობასთან (დასაქმება/თვითდასაქმება/სტაჟირება, სწავლის გაგრძელება და სწავლის შემდგომ სხვა საქმიანობა) დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება; დაუსაქმებლობის შემთხვევაში უმუშევრობის მიზეზების იდენტიფიცირება;
  • დასაქმებულ კურსდამთავრებულთა სამუშაო პირობებით კმაყოფილების შესწავლა;
  • პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ განათლებასა და კურსდამთავრებულთა საქმიანობას შორის კავშირის გამოვლენა;
  • იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც დაეხმარა ან რომლებმაც შეუშალა ხელი ცვლილებების (დასაქმება/თვითდასაქმება/სტაჟირება და სწავლის გაგრძელება) განხორციელებას;
  • კურსდამთავრებულთა მიერ პროფესიული განათლების მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტის შეფასება;

2015 წლის კურსდამთავრებულთა კვლევა