შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალიალური დაცვის სამინისტროს გამართული ელექტრონული ტენდერის (SPA 140031260) საფუძველზე შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმირების პოგრამის ფარგლებში, საქართელოს შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის არსებული და მოსალოდნელი ტენდეციების გამოვლენის მიზნით, შეისყიდა კვლევითი მომსახურება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ბი სი ჯი კვლევა 2015 წლის მარტი-ივლისის თვეში განახორციელა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა, რომელიც არის უპრეცენდენტო შრომის ბაზრის საკითხების შესწავლის მიმართულებით და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად,  მონაცემები და ის ტენდეციები, რაც კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, ქმნის მნიშვნელოვან სურათს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

კვლევის მიზნები და ამოცანები

კვლევის მიზანს წარმოადგენს შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობების/მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება, რომელიც უნდა მიეწოდოს დაინტერესებულ მხარეებს: სახელმწიფო უწყებებს, დამსაქმებლებს, სამუშაოს მაძიებლებს, სოციალურ პარტნიორებს, საგანამანათლებლო დაწესებულებებს, დასაქმების კერძო სააგენტოებს, სხვადასხვა კვლევით, დონორ და საქერთაშორიოს ორგანიხაციებს.

კვლევის ამოცანებია:

  • საქართველოს შრომის ბაზრის მდგომარეობის გათვალისწინებით, ადაპტირებული კვლევის ინსტრუმენტების და მეთოდოლოგიის შემუშავება:
  • ადაპტირებული კვლევის ინსტრუმენტების და მეთოდოლოგიის ბაზაზე საქართველოს დამსაქმებლებთან პირისპირ ინტერვიუების ჩატარება;
  • დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCO-2008) ბაზაზე დასაქმებულთა პოზიციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ასევე წარსულში არსებული, მიმდინარე და მომავალი ვაკანსიების შესახებ ანგარიშის მომზადება;
  • დასაქმების მოსალოდნელი ტენდეციების გამოვლენა და მოსალოდნელი შედეგეების პროგნოზირება;

შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა