ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა ითვალისწინებდა იმ მიკრო და მაკრო ფაქტორების შესწავლას, რომლებიც გავლენას ახდენს შშმ პირების სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე. კვლევა ჩატარდა „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერის საფუძველზე (ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N პ13505/59). კვლევითი პროექტი განხორციელდა ორი მიმართულებით: (1) რაოდენობრივი კვლევა - ეკონომიკური სექტორებისა და რეგიონების მიხედვით დასაქმებული შშმ პირების ზოგადი სურათის შექმნა და სამუშაო პირობებისადმი მათი დამოკიდებულებების შესწავლა; (2) თვისებრივი კვლევა – საკვლევი თემის მიმართ შშმ პირთა, შშმ პირების დამსაქმებლებისა და სფეროს ექსპერტების დამოკიდებულებების შესწავლა.
წინამდებარე ანგარიში ეხება კვლევითი პროექტის პირველ მიმართულებას და მიზნად ისახავს ეკონომიკური სექტორებისა და რეგიონების მიხედვით დასაქმებული შშმ პირების ზოგადი სურათის შექმნასა და სამუშაო პირობებისადმი მათი დამოკიდებულებების შესწავლას.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთა შეზღუდული შესაძლებლობა გამოწვეულია: (1) ფიზიკური, გადაადგილების პრობლემებით, (2) სენსორული პრობლემებით, (3) ინტელექტუალური პრობლემებით და/ან ფსიქიკური პრობლემებით.
კვლევის ფარგლებში გაკეთებული შერჩევა ეყდნობა სოციალური მომსახურების სააგეტნოს მონაცემთა ბაზას იმ საწარმოების შესახებ, სადაც შშმ პირები.
შშმ პირთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე I ნაწილი