შშმ პირთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე I ნაწილი

ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  შშმ  პირთა  საკითხების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა ითვალისწინებდა  იმ მიკრო და მაკრო ფაქტორების შესწავლასრომლებიც  გავლენას  ახდენს  შშმ  პირების  სამუშაო  გარემოსთან  ადაპტაციასა  და შრომით  ეფექტურობაზეკვლევა  ჩატარდა  „შრომის  ბაზრის  ანალიზისა  და  საინფორმაციო სისტემის  დანერგვისა  და  განვითარების  სახელმწიფო  პროგრამის“  ფარგლებში  საქართველოს შრომისჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამინისტროს  მიერ  გამოცხადებული გამარტივებული  ტენდერის  საფუძველზე  (ხელშეკრულება  სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ  N 13505/59).  კვლევითი  პროექტი  განხორციელდა  ორი  მიმართულებით: (1)  რაოდენობრივი კვლევა  -  ეკონომიკური  სექტორებისა  და  რეგიონების  მიხედვით  დასაქმებული  შშმ  პირების ზოგადი  სურათის  შექმნა და  სამუშაო   პირობებისადმი  მათი დამოკიდებულებების  შესწავლა;  (2) თვისებრივი  კვლევა  –  საკვლევი  თემის  მიმართ  შშმ  პირთაშშმ  პირების  დამსაქმებლებისა  და სფეროს ექსპერტების დამოკიდებულებების შესწავლა.

წინამდებარე  ანგარიში  ეხება  კვლევითი  პროექტის  პირველ  მიმართულებას  და  მიზნად ისახავს ეკონომიკური სექტორებისა და რეგიონების მიხედვით დასაქმებული შშმ პირების ზოგადი სურათის შექმნასა  და სამუშაო  პირობებისადმი მათი დამოკიდებულებების შესწავლას.

კვლევის  სამიზნე  ჯგუფს  წარმოადგენენ  ის  შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე  პირები, რომელთა  შეზღუდული  შესაძლებლობა  გამოწვეულია:  (1)  ფიზიკურიგადაადგილების პრობლემებით, (2)  სენსორული  პრობლემებით, (3)  ინტელექტუალური  პრობლემებით და/ან ფსიქიკური პრობლემებით.

კვლევის  ფარგლებში  გაკეთებული  შერჩევა  ეყდნობა  სოციალური  მომსახურების  სააგეტნოს მონაცემთა  ბაზას  იმ  საწარმოების  შესახებსადაც  შშმ  პირები

შშმ პირთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციასა და შრომით ეფექტურობაზე I ნაწილი