ახალგაზრდების დამოკიდებულებების, მოტივაციის და დასაქმების სტრატეგიების შესწავლა

წინამდებარე კვლევა ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 14.06.2016 წელს გამოცხადებული ტენდერის SPA160016964 ფარგლებში. კვლევის პერიოდი მოიცავდა ივლისი-დეკემბრის პერიოდს. საველე სამუშაოები ჩატარდა 2016 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების დამოკიდებულებების, მოტივაციისა და დასაქმების სტრატეგიების შესწავლა. შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

კვლევის უმთავრეს ამოცანებს წარმოადგენდა:

  • თბილისსა და სხვა ქალაქებში, სადაც უნივერსიტეტები და პროფესიულ საგანმანათებლო დაწესებულებებია განთავსებული (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი,  ზუგდიდი, ახალციხე, თელავი, გორი) უმუშევარი ახალგაზრდების დამოკიდებულებების და დასაქმების მოტივაციის შესწავლა;
  • შრომის ბაზარზე უმუშევარი და დასაქმებული ახალგაზრდების ძირითადი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება დასაქმების შესაძლებლობების კუთხით;
  • უმუშევარი და დასაქმებული ახალგაზრდების დასაქმების სტრატეგიების იდენტიფიცირება, რომლებსაც ისინი მიმართავენ ან მიმართეს დასაქმების მიზნით;

ახალგაზრდების დამოკიდებულებების, მოტივაციის და დასაქმების სტრატეგიების შესწავლა