შრომის ბაზრის კვლევა ინტელექტი

წინამდებარე კვლევა განხორციელდა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის ინტელექტის მიერ პროექტოს მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარაში ფარგლებში. კვლევის ძირითადი მიზანია აჭარის რეგიონში სამუშაო ძალაზე მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნის კვლევა. კერძოდ, სამუშაო ძალაზე პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევებისადმი დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლა და იმ პროფესიების დადგენა, რომლებზეც მიმდინარე პერიოდში მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული ან/და უახლოს პერსპექტივაში მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა.

წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა პროექტისმიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარაშიფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მთავარი მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული (იგულისხმება უკუმიგრირებული ეკომიგრანტები და შრომითი მიგრანტები), პოტენციური შრომითი და ეკოლოგიური მიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული

პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ ძირითად აქტივობად გათვალისწინებულია . ბათუმში, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ შრომით და ეკოლოგიურ მიგრანტთა პროფესიული სწავლების და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. პროფესიულ მომზადებას გაივლის მინიმუმ 100 ბენეფიციარი, მათ შორის 50% იქნება ქალი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირიინტელექტიგასცემს სასწავლო გრანტებს, რითაც უზრუნველყოფს დაბალკონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც თავის მხრივ მათ დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

კვლევის მიზნები და ამოცანები

წინამდებარე კვლევის მიზანია აჭარის რეგიონში სამუშაო ძალაზე მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნის კვლევა.

კვლევის ამოცანას წარმოადგენდა შემდეგი ძირითადი საკითხების შესწავლა:

  • სამუშაო ძალაზე პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევებისადმი დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლა;
  • სამუშაო ძალის მოზიდვასთან დაკავშირებული სირთულეების შესწავლა;
  • იმ პროფესიების დადგენა, რომლებზეც მიმდინარე პერიოდში მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული ან/და უახლოს პერსპექტივაში მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა;
  • კადრების კვალიფიკაციით დამსაქმებელთა კმაყოფილების დონის შეფასება.

შრომის ბაზრის კვლევა ინტელექტი