პროფესიული გადამზადება
10:26, 25-12-2013

მიზანი - ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე რიგ პროფესიებში კვალიფიკაციის ამაღლება

აღწერა - შრომის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, შესაბამისად მათი სათანადო გადამზადება მოთხოვნად პროფესიებში ხელს უწყობს მათ დასაქმებასა და შრომის ბაზრის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების უფლებით სარგებლობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0 – 100000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით. ბენეფიციარების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ: ა) პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0 -70000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ბ) მარჩენალ დაკარგულებს (ორივე გარდაცვლილი მშობლის 18 წლამდე შვილი); გ) მარჩენალ დაკარგულებს (ერთ - ერთი გარდაცვლილი მშობლის 18 წლამდე შვილი); დ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს; ე) ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრებს.

შედეგი -  პროგრამის მოსარგებლეებმა  გაიარეს გადამზადების  სამ თვიანი კურსი  შემდეგი პროფესიებში: ავტომობილის ზეინკალი; მზარეული; სტილისტი; მეფილე-მომპირკეთებელი.  სულ, პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 200  (მათ შორის 17 ბათუმის მაცხოვრებელი) ბენეფიციარი, თითოეულ ბენეფიციარს გადაეცა პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი.

სწავლის დასრულებისთანავე დასაქმდა 31 (მათ შორის 11 ბათუმის მაცხოვრებელი)  ბენეფიციარი

პროფესიული გადამზადება - დამტკიცებული პროგრამა