შრომის ბაზრის კვლევა
12:27, 30-10-2014

მიზანი - შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამორკვევა  და შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე სრული ინფორმაციის მოპოვება.

აღწერა -დასაქმების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია  შრომის ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის შესახებ განახლებული და სრული ინფორმაციის ფლობა;  სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ტენდენციების ანალიზი და იმ ფაქტორების გამორკვევა თუ რა ახდენს ამ ტენდენციებზე გავლენას. სწორედ, ამ მიზნით განხორციელდა მიზნობრივი პროგრამა ,,შრომის ბაზრის კვლევა’’,რომელიც დასაქმების ბაზრის კომპლექსურ შესწავლას გულისხმობს.

შედეგი-პროგრამის ფარგლებში ჩატარდა დამსაქმებელთა სპეციალური სოციოლოგიური გამოკითხვა - ინტერვიუ  ანკეტირების მეთოდით, რაც გულისხმობდა 50 სიღრმისეულ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან - 30, ბიზნეს - ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა და ზოგადად, სხვადასხვა ტიპის დამსაქმებლებთან - 20 ინტერვიუს. შესწავლილ იქნა დამსაქმებელთა მოთხოვნები და პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან საჭირო პროფესიისა და კადრების მოზიდვის სფეროში.

პროგრამა- შრომის ბაზრის კვლევა

შრომის ბაზრის კვლევა- დამტკიცებული პროგრამა

შრომის ბაზრის კვლევა- რაოდენობრივი ანალიზი

შრომის ბაზრის კვლევა- გაერთიანებული რეპორტი