მიზანი - შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამორკვევა და შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე სრული ინფორმაციის მოპოვება.
აღწერა -დასაქმების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის შესახებ განახლებული და სრული ინფორმაციის ფლობა; სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ტენდენციების ანალიზი და იმ ფაქტორების გამორკვევა თუ რა ახდენს ამ ტენდენციებზე გავლენას. სწორედ, ამ მიზნით განხორციელდა მიზნობრივი პროგრამა ,,შრომის ბაზრის კვლევა’’,რომელიც დასაქმების ბაზრის კომპლექსურ შესწავლას გულისხმობს.
შედეგი-პროგრამის ფარგლებში ჩატარდა დამსაქმებელთა სპეციალური სოციოლოგიური გამოკითხვა - ინტერვიუ ანკეტირების მეთოდით, რაც გულისხმობდა 50 სიღრმისეულ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან - 30, ბიზნეს - ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა და ზოგადად, სხვადასხვა ტიპის დამსაქმებლებთან - 20 ინტერვიუს. შესწავლილ იქნა დამსაქმებელთა მოთხოვნები და პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან საჭირო პროფესიისა და კადრების მოზიდვის სფეროში.
პროგრამა- შრომის ბაზრის კვლევა
შრომის ბაზრის კვლევა- დამტკიცებული პროგრამა
შრომის ბაზრის კვლევა- რაოდენობრივი ანალიზი
შრომის ბაზრის კვლევა- გაერთიანებული რეპორტი