პროფესიული გადამზადება 2015
12:43, 10-10-2015

მიზანი - მოთხოვნად პროფესიებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა/განვითარება, მათი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

აღწერა - შრომის ბაზარზე ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმენლად,  სააგენტომ განახორციელა  პროგრამა, რომლის მიზანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ახალი პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვა მოთხოვნად პროფესიებში, მათი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების უფლებით სარგებლობდნენ: სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; 35 წლის და ზევით ასაკის  მოქალაქეები; ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები.

შედეგი - პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 250 ბენეფიციარი, რომელთაც გაიარეს 3 თვიანი სასწავლო კურსი შემდეგ პროფესიებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, მასაჟისტი, რკინა - ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე, მებეტონე).

სწავლების სრული კურსი გაიარა და სერტიფიკატი აიღო 247 (მათ შორის 51 ბათუმის მაცხოვრებელი) ბენეფიციარმა. სწავლის დასრულებისთანავე დასაქმდა 42  ბენეფიციარი (მათ შორის 13 ბათუმის მაცხოვრებელი).

პროფესიული გადამზადება- დამტკიცებული პროგრამა

პროფესიული გადამზადება- ანგარიში