დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა- პროფესიული გადამზადება
15:10, 30-10-2016

მიზანი - საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლება.

აღწერა - დასაქმების მხარდაჭერისა და უმუშევრობის შემცირებისათვის უმნიშვნელოვანესია შრომის ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული  სწავლებით სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესება.  პროექტი მიზნად ისახავდა, პროგრამის მოსარგებლეთა სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიებში პროფესიულ გადამზადებას (თეორიული და პრაქტიკული კურსი), ასევე უცხო ენების (რუსული და ინგლისური) შესწავლას და საწარმოო პრაქტიკის ორთვიანი კურსის გავლას კონკრეტულ სპეციალობებში, პრაქტიკული უნარების გაზრდისა და სამუშაო გამოცდილების შეძენისათვის, რაც ემსახურებოდა ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კონკურენტუნარიანობასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას.

შედეგი -  კონკურსის შედეგად შერჩეულმა 120 ბენეფიციარმა  თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარა შემდეგ პროფესიებში:  ელექტრო შემდუღებელი, აირალოვანი შედუებელი, სტილისტი, მზარეული, კონდიტერი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი,  სასტუმრო საქმის მწარმოებელი, ბართენდერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი.  სასწავლო კურსი შედგებოდა 300 და 400 საათისაგან, რომლის 60% მოდიოდა სასწავლო პრაქტიკაზე, ხოლო 40% სასწავლო თეორიაზე. სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრა 3 და 4 თვე საათების რაოდენობის მიხედვით. სასწავლო კურსის დასრულებისა და საბოლოო გამოცდის  ჩაბარების შემდგომ ბენეფიციარებმა გაიარეს ორ თვიანი საწარმოო პრაქტიკა. სწავლების სრული კურსი გაიარა და სერტიფიკატი აიღო 86  (მათ შორის 60 ბათუმის მაცხოვრებელი) ბენეფიციარმა.   

დასაქმების სააგენტოსა და დემოკრატიის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნულმა ბენეფიციარებმა დამატებით უსასყიდლოდ გაიარეს ტრენინგ   კურსები: ა) ,,მცირე საქმიანობის ბიზნესის გაძლიერება’’  (44 ბენეფიციარი); ბ)  ,,CV, სამოტივაციო და დამსაქმებელთან კომუნიკაცია’’ (25 ბენეფიციარი). კურსდამთავრებულებს ასევე უსასყიდლოდ დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობის  მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სერტიფიკატთან ერთად გადაეცა სამუშაო ინვენტარი.

ბენეფიციართაგან  სწავლების დასრულებისას დასაქმებული იყო  41 (მათ შორის 28 ბათუმის მაცხოვრებელი) ბენეფიციარი, რაც გადამზადებულ ბენეფიციართა 47 %  შეადგენს. ხოლო, სწავლის დასრულებიდან სამი თვის შემდგომ  დასაქმებულ ბენეფიციართა რიცხვი შეადგენდა 52-ს (მათ შორის 38 ბათუმის მაცხოვრებელი)  რაც გადამზადებულ ბენეფიციართა 60%-ს შეადგენს.

პროფესიული გადამზადება 2016- დამტკიცებული პროგრამა

პროფესიული გადამზადება - ქვეპროგრამის შესრულების წესი

პროფესიული გადამზადება- ანგარიში