პროფესიული გადამზადება 2017 წელი
17:26, 01-05-2017

შრომის ბაზრის განვითარებისათვის  სააგენტოს მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და მიწოდების დისბალანსის აღმოფხვრა,  ადამიანური რესურსების მდგრადი გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების განვითარება ეფექტური დასაქმების ხელშეწყობისა   და სამუშაო ძალის ხარისხობრივი სრულყოფის გზით. ამ პოლიტიკის საბოლოო შედეგი უმუშევრობის თანმიმდევრული შემცირება იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავაც პრიორიტეტად რჩება დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ მოიცავს ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული სწავლებას.

ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების უფლებით სარგებლობენ:

1. ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები.

2. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების წევრები                                 

3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი)

4. იძულებით გადაადგილებული პირები

5. ეკომიგრანტები

6. ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები

7. ყველა სხვა შრომისუნარიანი სამუშაოს მაძიებელი, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს.

ქვეპროგრამის  პროფესიები შერჩეულ იქნა აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერირებად  დამსაქმებლებთა გამოკითხვისა და კონკურსის შედეგად შერჩეულ სასურველ პროფესიებში გადამზადების მსურველ ბენეფიციართა მოთხოვნისა და სასწავლო ჯგუფში მსმენელთა დასაშვები მინიმალური რაოდენობის გათვალისწინებით:

  1. სასტუმრო საქმის მწარმოებელი;
  2. რესტორნის სერვის მენეჯერი;
  3. ბართენდერი;
  4. მზარეული;
  5. კონდიტერი;
  6. სტილისტი;
  7. შემდუღებელი (ელექტრო)
  8. დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი;
  9. მძიმე ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკული ექსკავატორი) ოპერატორი;

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა განიზაღვრა 4 თვე და მოიცავს:  პროფესიული უნარების თეორულ და პრაქტიკულ კურსს (300 საათი); უცხო ენის შემსწავლელი კურსი (120 საათი); საწარმოო პრაქტიკა (120 საათი). ქვეპროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარი სწავლების სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ აიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

კონკურსის შედეგად შერჩეული 100 ბენეფიციარი სწავლების კურსს გადის სსიპ ,,საზოგადოებრივი კოლეჯი ახალი ტალღაში’’.