სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია 2017 წელი
17:35, 01-05-2017

სსიპ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების ხელშეწყობის მართვის ეფექტიანი უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია სააგენტოს პოპულარიზაციის ხარისხის ამაღლება, რათა სააგენტოს ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურეობის ინფორმირებულობის ხარისხი გაიზარდოს და აჭარის მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების უმრავლესობა მოიცვას. 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:

1)საინფორმაციო კამპანიის წარმოება-კამპანია მოიცავს მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის დროულ და მიზანმიმართულ მიწოდებას. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამიზნე ჯგუფებში სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების, დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება განხორციელდება სხვადასხვა აქტივობების, ღონისძიებისა და მეთოდების გამოყენების გზით, იქნება ეს ბეჭდური საინფორმაციო მასალის (ბუკლეტი, ტრიპლეტი, პლაკატი და ა.შ) დამზადება/გავრცელება, პრეზენტაციების მოწყობა თუ ვიდეო რგოლების მომზადება და სატელევიზიო ეთერში განთავსება.

2) სააგენტოს საქმიანობისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ, ერთის მხრივ აჭარის მოსახლეობის ინფორმირებულობას, მეორეს მხრივ, კი შესაძლებელს გახდის პოტენციურ დამსაქმებელთან კომუნიკაციის გააქტიურებას, როგორც ვაკანსიების მოზიდვის კუთხით, ასევე გაზრდის დამსაქმებლის ჩართულობას დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებისას, რაც საბოლოო ჯამში შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებულ დღევანდელ დისბალანსს მაქსიმალურად შეამცირებს.

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სარეკლამო/საინფორმაციო მასალის მომზადება და გავრცელება;  სააგენტოს საქმიანობისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ აჭარის მოსახლეობის ინფორმირებულობა და პოტენციურ დამსაქმებელთან კომუნიკაციის გააქტიურება განხორციელდეს კონკურსის წესით შერჩეული  4  შრომითი კონსულტანტის მიერ, რომელთა ფუნქცია მოვალეობების განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  • სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის  ტერიტორიაზე ოპერირებადი კომპანიებისა და სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებულობა სააგენტოს სერვისების შესახებ;
  • სააგენტოს მიერ ბაზრის კომპონენტების კვლევებში მონაწილეობის მიღება (კითხვარების დარიგება, შევსება);
  • ვაკანსიების დამოუკიდებლად მოძიება /სააგენტოსთვის მიწოდება და დამსაქმებელთათვის შესაბამისი კადრების შეთავაზება;
  • პროფესიული სწავლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სკოლამდელი განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში პროფესიული სწავლებისა და სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების შესახებ  პრეზენტაციების მომზადება და  ჩატარება
  • სააგენტოს მიერ დაგეგმილი ტრენინგების ორგანიზება და მართვა;
  • სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში შრომითი კონსულტანტების მიერ  ატვირთული ინფორმაციის  გადამოწმება და სრულყოფაში მოყვანა;
  • სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით ვებ პორტალზე მასალის განთავსება;
  • ჩართულობა პროფორიენტაციისა და  კარიერული განითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებაში.