შშმ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა 2017 წელი
17:43, 01-05-2017

   უმუშევრობის პრობლემა განაკუთრებული სიმწვავით ვლინდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებში,რომლებიც შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიანები არიან და  სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. სააგენტოს მიერ განხორცილებული პროგრამების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ძალიან დაბალია გადამზადების პროგრამაში შშმ პირების ჩართულობის მაჩვენებელი, შშმ პირთა მხოლოდ პროფესიული განათლება, არ არის გარანტირებული წინაპირობა მათი დასაქმებისა. ქვეყანაში არსებული მაგალითები ადასტურებს რომ პროფესიულ სწავლებაში ჩართული შშმ პირები ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ ახდენენ თვითრეალიზირებას შრომის ბაზარზე ან/და უჭირთ სამუშაო ადგილის შენარჩუნება. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შშმ პირთა დასაქმების პრობლემის გადაჭრისა და შრომითი უფლებების რეალიზებისთვის ყველაზე ეფექტურ გზად შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დასაქმების სერვისი წარმოადგენს. ასეთი მოდელის განვითარება კი საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის და სახელმწიფო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. 

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: დამსაქმებელთა  და ბენეფიციართა გამოკითხვის საფუძველზე ქვეპროგრამის პროფესიების გამოვლენა; ბენეფიციართა შერჩევა  ქვეპროგრამის მოსარგებლეთა შრომითი უნარების ინდივიდუალური შეფასებისა და დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგების შესაბამისობის საფუძველზე და  თითოეული ბენეფიციარისათვის, აღნიშნული შეფასების საფუძველზე გამოვლენილ ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული განათლების  გეგმის შემუშავება; სასწავლო პროცესის ორგანიზება; საწარმოო პრაქტიკის ორგანიზები; განხორციელებული საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და ქვეპროგრამის ანალიტიკური შეფასება.

სულ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებით ისარგებლებს 10 ბენეფიციარი.