დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა- სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია
00:00, 14-07-2017

მიზანი -  სააგენტოს საქმინაობის პოპულარიზაცია და სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

აღწერა -  ქვეპროგრამა ითვალისწინებდა ბრენდირებული (საიმიჯო) პროდუქციის დიზაინის შემუშავებას, რაც სააგენტოს იდენტიფიკაციის, შერჩეული სტილისა და იერსახის შენარჩუნების, მისი ცნობადობის გაზრდის საფუძველს წარმოადგენს, გამოხატავს კორპორატიულ ხედვას, ღირებულებებს, იმიჯს და სხვა მრავალ ელემენტს; საინფორმაციო/სარეკლამო კამპანიის წარმოებას, რომელიც  მოიცავდა მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის დროულ და მიზანმიმართულ მიწოდებას ბეჭდური და ვიდეო საინფორმაციო მასალის და პრეზენტაციების გზით. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების, შრომის ბაზრისა  და დასაქმების ევროკავშირის ექსპერტის რეკომენდაციის გათვალისწინებით,  პროგრამის ფარგლებში  განხორციელდა დასაქმების აგენტების მეშვეობით სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია; ბაზის ფორმირებისას ინვენტარიზაციის პროცესში დახმარება; აჭარის  ტერიტორიაზე ოპერირებადი კომპანიებისა და სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებულობა სააგენტოს სერვისების შესახებ; პროფესიული სწავლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  საჯარო სკოლებში, პროფესიული განათლებისა და სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება; სააგენტოს მიერ ბაზრის კომპონენტების კვლევებში მონაწილეობის მიღება; დამატებითი ვაკანსიების დამოუკიდებლად მოძიება და დამსაქმებელთათვის შესაბამისი კადრების შეთავაზება.

შედეგი -  თვისობრი კვლევის შედეგების საფუძველზე  შემუშავდა ბრენდ-მოტო, ლოგო, სლოგანი. ბრენდბუკი აუდიო ლოგო;  მომზადდა  ბრენდირებული და საიმიჯო მასალები; ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მომზადდა ბეჭდური, ვიდეო/აუდიო მასალა, რომლის გავრცელება განხორციელდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა გზით; კონკურსის შედეგად შერჩეული 13 გადამზადებული პირიდან შეირჩა 8 „დასაქმების აგენტი“, რომელთა მიერ განხორციელდა სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის მართვის ელექტრონულ სისტემაში 2400 სამუშაოს მაძიებლისა და 480 ორგანიზაციის რეგისტრირება;  ინვენტარიზაციის პროცესში სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული  2000  პირის მონაცემების გადამოწმება; სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში 80 პრეზენტაციის ჩატარება; ასევე დასაქმების აგენტების მიერ მოძიებულ ვაკანსიებზე დასაქმდა სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული  271 ბენეფიციარი, რომელთაგან სამსახურის შენარჩუნება მოახერხა 240.

სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია- დამტკიცებული პროგრამა

სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია- პროგრამის შესრულების წესი

სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია- ანგარიში