პროფესიების სისტემატიზაცია/კლასიფიკაცია კლიმოვის მეთოდით

პროფესიათა კლასიფიკაცია, პროფესიული ორიენტაციის  ინფორმაციული კომპონენტია და მისი გაცნობით პიროვნება ღებულობს პირველად, მაგრამ მნიშვნელოვანი ცოდნას სამუშაოს ობიექტურ მახასიათებლებისა და მომუშავისათვის აუცილებელ ფსიქოლოგიური მონაცემების შესახებ. კლასიფიკაციის კრიტერიუმი უნდა იყოს დიქოტომიური (გაორებული) და ეფუძვნებოდეს პიროვნების ფსიქოლოგიურ სტრუქტურას და პროფესიის მეცნიერული შესწავლით მოპოვებულ ძირითად მონაცემებს. სწორედ ამით განისაზღვრება პროფესიათა სისტემატიზაციის ინფორმაციული ღირებულება. 

არსებული პროფესიებისა და ცალკეული სპეციალობების რაოდენობის გათვალისწინებით (40 ათასამდე სპეციალობა და 20 ათასზე მეტი პროფესია) რთულია პროფესიათა სისტემაზია. ამასთანავე, პროფესიები იქმნება, იცვლება და ქრება, რაც ასევე მნიშვნელოვნად ართულებს კლასიფიკაციას. ცნობილია, რომ პროფესიათა განსხვავებულობამ განაპირობა მათი სისტემატიზირების მცდელობა, სხადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე. არსებობს. არაფსიქოლოგიური კლასიფიკაცია (სამრეწველო, სატრანსპორტო, მანქანურ, ავტომატიზირებულ და სხვა), რომლის კრიტერიუმია დარგები, შრომის ობიექტები, საშუალები და ა. შ.  ხოლო, ფსიქოლოგიური კლასიფიკაციის კრიტერიუმად აღიარებულია მომუშავის უნარების პროფესიის სტრუქტურასთან შესაბამისობა. აღნიშნული კლასიფიკაცია ფსიქოტექნიკის წიაღიდან იღებს სათავეს (ჰ. მიუნსტენბერგი, ო. ლიპმანი), როცა ჯერ კიდევ არ იყო დამუშავებული პროფესიისა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულების საკვანძო ფსიქოლოგიური საკითხები (შრომის მოტივაციები, პროფესიის მოხოვნები და სხვა).  თუმცა, შრომის ეფექტურობის ფაქტორების (ინტელექტი, ნებისყოფა) მიხედვით, აღმოჩნდა  პროფესიული კონსულტაციის პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კალსიფიკაცია.

პროფესიების კლასიფიკაციის ადრეული ვარიანტები დაფუძვნებულია პროფესიის ობიექტურ მახასიათებლებსა და მომუშავე პერსონალის ერთობლიობის ცალკეულ ფორმებზე და არა სისტემაზე.  მაგალითად, ო. ლიპმანის კლასიფიკაცია დაფუძვნებულია ინტელექტისა და ფანტაზიის ფაქტორზე; ჰ. მიუნსტებერგის კალსიფიკაცია-სამუშაოს ანალიზურობა-სინთეზურობაზე; როდმენისა და კლაპარედის კლასიფიკაცია- პიროვნების ტიპოლოგიურ თავისებურებებზე და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კალსიფიკაციის ადრეული ვარიანტები ეფუძვნებოდა არა პროფესიისა და მომუშავის ფსიქოლოგიური მახასსიათებლების ობიექტურ ანალიზს,  არამედ გამოცდილებისა და ჯანსაღი აზრით მოპოვებულ ცოდნას.

თუ კი დავსვამთ შეკითხვას-რითი მუშაობენ განსხვავებული პროფესიის ადამიანები- და ამასთანავე არ გავაკეთებთ აქცენს თითოეული პროფესიის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ცნობილი რუსი ფსიქოლოგის ე. კლიმოვის თეორიის მიხედვით, ყველა შესაძლო ვარიანტი შეიძლება გაერთიანდეს 5 ტიპად: ბუნება, ტექნიკა, ადამიანი, ნიშანთა სისტემა და შემოქმედებითი იერი. აღნიშნული კლასიფიკაციის ვარინტმა, რომელში სისტემის პორველი შემადგენელია შრომის ობიექტი, ხოლო მეორე შრომის სუბიექტი ადამიანი, რუსულ ფსიქოლოგიაში ფართე გავრცელება ჰპოვა.

აღწერა

შრომის ძირითადი საგანია მცენარეული და ცხოველური ორგანიზმები, მიკროორგანიზმები.

პიროვნული თავისებურებები და უნარები

ამ ტიპის ადამიანები ხასიათდებიან შემდეგი თვისებებით და უნარებით: გარკვეული ცოდნა ცოცხალ ორგანიზმებსა და მიკროორგანიზმებს შესახებინციატიურობა და დამოუკიდებლობა შრომითი ამოცანების გადაწყვეტაში, მზრუნველობა, შორსმჭვრეტელობა, რთულ კლიმატურ პირობებში მუშაობისადმი მზადყოფნა.


მიდრეკილებადა პრიორიტეტი

ბიოლოგიურ ობიექტებთან შრომის განსაკუთრებული თავისებრება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი, თავისი ბუნებით ცვალებადნი, რთული და არასტანდარტულნი არიან. მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები ცოცხლობენ, იზრდებიან, ვითარდებია, ავადდებიან კვდებიან. ამიტომ ამ ტიპის პროფესიით მომუშავემ ბევრი უნდა იცოდეს არამარტო ცოცხალ ორგანიზმზე, არამედ შეეძლოს მოსალოდნელი ცვლილებების ნჭვრეტა (რომელ იძლება შუქცევადიც იყოს) და ადეკვატური რეაგირება.

პროფესიულიგარემო 
ამ ტიპის ადამიანებისათვის საინტერესოა  პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია მცენარეებისა და ცხოველების ცხოვრების პირობების შესწავლასთან, მათ მოვლასთან, მათი დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობასთან, ასევე სოფლისა და კვებსის მრეწველობასთან.

პროფესიები

აგრონომი, ბოტანიკოსი, ფიზიოლოგი, ზოოინჯენერი, ზოოლოგი, მებაღე, მეფრინველე, მეთევზე, ზეთის გაომხდელი, მეფუკრე, ბოტნეულის გადამუშავების ოპერატორ, ფერმერი, ძეხვის წარმოების ოპერატორი და. . .

აღწერა  

შრომს ძირითადი საგნები ტექნიკური ობიექტები, მაქანები, მექანიზმები, ენერგიის სახეები.

პიროვნული თავისებურებები და უნარები 

ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი თვისებები და უნარები: ტექნიკური აზროვნება, სივრცითი წარმოსახვის კარგი უნარი, ყურადღება, სიზუსტე.

მიდრეკილებადა პრიორიტეტი

ამ პროფესიით მომუშავეები აუცილებლად უნდა ფლობდნენ მოტრულ ჩვევებს, სენსომოტორულ კოორდინაციის კომპლექსს. ტექნიკური ობიექტების შეფასებისას მომუშავეს მოეთხოვება სიზუსტე და მოქმედების რეგლამენტურობა დროში და შივრცეში. რამდენადაც, პრაქტიკულად ტექნიკური ობიექტები ყოველთვის იქნება თვითონ ადამიანის მიერ, ტექნიკურ სამყაროსი განსაკუთრებით ფართო გასაქანი აქვს ნოვატორობას, გამომგონლობას და ტექნიკურ შემოქმედებას. ტექნიკის სფეროში საქმისადმი შემოქმედებითი მიდომა ადამიანისაგან მოითხოვს მაღალ საშემსრულებლო დიციპლინას.

პროფესიულიგარემო 

ამ ტიპის ადამიანებისათვის საინტერესოა  პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია გრუნტისა და სამთო წიღისულის მოპოვებასა დადამუშავებათან, არალითონური სამრეწველო მასალების, ნაკეთობების, ნახევარფაბრიკატების დამუშაებასთან და გამოყენებასთან, ლითონის წარმოება - დამუშავებასთან, მანქანებისა და ხელსაწყოების მონტაჟთან, დაკავშირებული ტექნოლოგიური მანქანების, დანადგარების სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან, გაწყობასა და მომსახრებასთან, შენობა - ნაგებობების, კონსტრუქციების მონტაჟთან და რემონტთან, ელექტრო მოწყობილობების, აპარატების აწყობასა და მონტაჟთან, სატრანსპორტო საშუალებებთან,სოფლის მეურნეობის პროდუქციების დამუშავებასთან

პროფესიები 

მემანანე, ინჯენერ - მექანიკოსი, ელექტრიკოსი, მიკროსქემების ამწყობი, ტელეკომნიკაციის ცპეციალისტი, პილოტი, ბორტინჯენერი, კონსტრუქციის მემონტაჯე, მებათქაშე, დურგალი, მესაათე, ავტომძღოლი, შემდუღებელი და . .

აღწერა 

შრომის ძირითადი საგანია - პირობი ნიშნები, ციფრები, კოდები, ბუნებრივი და ხელოვნური ენები.

 

პიროვნული თავისებურებები და უნარები 

ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი თვისებები და უნარები: ნიშნებთან და ციფრებთან მუშაობის უნარი, გადაწყვეტილებბისა და დასახული ამოცანების კონტროლი, ყურადღების კონცნტრაციის კარგი უნარი, მოძრაობის სისწრაფე და სიზუსტე, მარტოდ შესასრულებლი სამუშაოებისადმი მიდრეკილება (ადამიანებთან ხშირი კონტააქტის გარეშე.

 

მიდრეკილებადა პრიორიტეტი

ამ პროფესიით წარმატებული მუშაობსათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთი შეხედვით "მშრალი "რიცხვების გააზრების უნარს, როცასაჭიროა ყურადთება გაამახვილო და აქცენტირება გააკეთოიმ ინფორმაციაზე, რომელსაც შეიცავსესა თუ ის ნიშანი.

 

პროფესიულიგარემო 

ამ ტიპის ადამიანებისათვის საინტერესოა  პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია დოკუმენტების გაფორმებასთან, საქმის წაროებასთან, ტექსტის ანალიზთან, დამუშავებასა და ხელახალ კოდირებასთან, რიცხვებისა და რაოდენობრივ თანაფარდობებთან, ინფორმაციის სისტემური ნიშნებით დამუშავებასა და ობიექტების სისტემურად წარმოსახვასთან

 

პროფესიები 

პროგრამისტი, ებ - პროგრამისტი, ინჟენერ - პოგრამისტი, მათემატიკოსი, ქიმიკოსი, სტატისტიკოსი, ბიბლიოთეკარი, ბიბლიოგრაფი, არქივარიუსი, ლინგვისტი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, მბეჭდავი. კორექტორი ფარმაცეპტი, მხაზველი.

აღწერა

შრომის ძირითადი საგანია - შემოქმედების ხატი (მხატვრული ნიმუში), მისი შექმნის უნარი.

 

პიროვნული თავისებურებები და უნარები

ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი თვისებები და უნარები: განვითარებული მხატრული გემოვნება, შემოქმედებითი უნარი, მხატვრულიეფექტების წდომა, თვალსაჩინო - ხატოვანი წარმოდგენების სიცხადე, აზროვნების მოქნილობა, ხელოვნების ნიმუშების შეფასების უნარი.

 

მიდრეკილებადა პრიორიტეტი

შემოქმედებითი ტიპი-ადამიანის აზროვნების, შემეცნებით-სასულიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგია.

 

პროფესიულიგარემო 

ამ ტიპის ადამიანებისათვის საინტერესოა  პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია სახვით ხელოვნებასთან, მუსიკალურ აქმიანობასთან, ლიტერატურულ მხატვრულ საქმიანობასთან, მხატვრო და სასცენო საქმიანობასთან,

 

პროფესიები 

ვოკალისტი, კონცერტმეისტერი, დირიჯორი, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, კომპოხიტორი, მუსიკოსი, მხატვარი, ქორეოგრაფი, მწერალი, პოეტი, აკრობატი, ილუზიონისტი, არქიტექტორი, დიზაინერი, რესტავრატორი, მოდელიორი, კულინარი და . .

აღწერა

შრომის ძირითადი საგანი - ადამიანი, ჯგუფი, კოლექტივი.

 

პიროვნული თავისებურებები და უნარები

ამ ტიპის ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი თვისებები და უნარები: ადამიანებთან ურთიერთობის კარგი განწყობა და დადებითი ემოციები, ადამიანების აზრების, ანზრხვის და განწყობის გაგების უნარი, სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი, ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, ადამიანებთან ურთიერთობებში სწრაფად გარკვევის უნარი.

 

მიდრეკილებადა პრიორიტეტი

ამ ტიპის პროფესიის არჩევისას მზად უნდა იყოთ მთელი სამუშაო დროის განმალობაში ადამიანებთან ურთიერთიბისათვის. უნდა შეგეძლოთ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, გულისხმიერი დამოკდებულება და . .

 

პროფესიულიგარემო

ამ ტიპის ადამიანებისათვის საინტერესოა  პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია ამედიცინო მომსახურებასან (ექიმი მედდა, სანიტარი და . .), სასწავლო - აღმზრდელობით საქმიანობასთან (მასწავლებელი, აღმზრდელი, მწრთვნელი . .), საყოფაცხოვრებო მომსახურებასთან (გამყიდველი, ოფიციანტლ, ბორტგამცილებელი და . .), საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვასთან (მოსამართლე, პოლიციელი, ადვოკატი და . .).

 

პროფესიები

მასწავლებელი, ექიმი, ფსიქოლოგი, მენეჯერი, მეთოდისტი, კონსულტანტი, ადვოკატი, მოსამართლე, პოლიციელი, სოციოლოგი, კულტუროლოგი, ადმინისტრატორი, სარეკლამო აგენტი და გიდი, ჟურნალისტი, ოფიციანტი, ბარმენი, სოციალური მუშაკი, სარეკლმო აგენტი და . .