დასაქმების სააგენტოს პრიორიტეტული ამოცანაა, მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოს სააგენტოს სერვისებით მოსარგებლეების  ინფორმირებულობა ქვეყნის შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ, რაც მნიშნველოვანია ორგანიზაციების მიერ საკადრო პოლიტიკის ეფექტური წარმართვისათვის. ამ კუთხით პარტნიორებისთვის შრომის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა მნიშვნელოვანი საინფორმაციო პლატფორმაა.

გვერდი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში არსებულ ინფორმაციას,რომლის მეშვეობით მომხმარებელი სამუშაოს პერსპექტივებს, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მიწოდებას, მოთხოვნად პროფესიებსა და ეკონომიკური სექტორების მიხედვით დასაქმებისა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს გაეცნობა.

შრომის ბაზარის განახლებულ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა დაეხმარება მომხმარებელს შრომის ბაზრის ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების პროცეში.

მოცემულ გვერდზე ,,მონაცემები’’ ბმულების სახით თავმოყრილია საქართველოს ეკონოიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციაaa.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამა ,,დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის’’ ფარგლებში იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას 
ქვეპროგრამის მიზანი:  - დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდა სამუშაო იარაღით/აღჭურვილობით/მოწყობილობით უზრუნველყოფის გზით.

ქვეპროგრამის მოსარგებლე: ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეს 18 წლიდან, რომელსაც გააჩნია განათლება და/ან სამუშაო გამოცდილებით მიღებული ცოდნა იმ კონკრეტულ პროფესიულ მიმართულებაში, რომლითაც აპირებს საქმიანობის წამოწყება/განვითარებას და საამისოდ ესაჭიროება ქვეპროგრამის მიზანით განსაზღვრული მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის ფარგლებში შესაძენი იარაღები და დაფინანსების ზღვარი
ჯამური დაფინანსების ზღვრული ოდენობა ერთ მოსარგებლეზე განისაზღვრება:
2,000 ლარიდან - არაუმეტეს 5,000 ლარის ოდენობით; 
5,000 ლარიდან - 10,000 ლარამდე.
* კონკურსში გამარჯვებულს შესაძლოა ერთჯერადად დაუფინანსდეს არაუმეტეს სამი სახეობის სამუშაო იარაღის/აღჭურვილობის/მოწყობილობის შეძენა, პროექტით განსაზღვრული ჯამური დაფინანსების ზღვრული ოდენობის ფარგლებში.