შრომითი მიგრაცია

დასაქმების სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, გაზარდოს მათი ინფორმირებულობა ამ კუთხით და უზრუნველყოს კონკრეტული შეთავაზებებით უცხოეთში დასაქმების მსურველები.

ამ მიმართულებით სააგენტოს მუშაობა ერთის მხრივ, ემსახურება ჩვენი მოქალაქეების იმ რისკებისგან დაცვას, რომელიც უკანონო მიგრაციას შეიძლება ახლდეს - იმედგაცრუება, მატერიალური რესურსის დაკარგვა, დაბალი ანაზღაურება, შეუსაბამო სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობის შერყევა, ადამიანით მოვაჭრეების ხელში ჩავარდნა, დეპორტაცია (იძულებით დაბრუნება), სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლად ქცევა;მეორეს მხვრივ, უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების დროებითი დასაქმება ბევრი თვალსაზრისით მომგებიანი იქნება როგორც მოქალაქეებისთვის ასევე ჩვენი შრომის ბაზრისთვის და ამ ბაზარზე კვალიფიციური თანამშრომლების მაძიებელი დამსაქმებლებისათვის.


ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების გზით შეძლებენ აიმაღლონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ ახალ კულტურას და გაიმყარონ ინტერკულტურული კომპეტენციები, გაიფართოვონ პროფესიული და პიროვნული ჰორიზონტი, შეიძინონ ანგანივითარონ არსებული ცოდნა, უნარ-ჩვევები, დაამყარონ საჭირო კონტაქტები საზღვარგარეთ. ამასთან უცხო ქვეყანაში ადამიანი გამუდმებით დგას ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა გამკვლავება უხდება დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე დასაქმება უცხოეთში ჩვენს მოქალაქეებს არა მარტო პროფესიული, არამედ პიროვნული განვითარების საშუალებასაც მიცემს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში  ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში სხვადასხვა უცხოური ბრენდის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის გააქტიურებამ, გაზარდა მოთხოვნა შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანურ რესურსზე.  უცხოეთში დასაქმების გზით საშუალოვადიან პერსპექტივაში  რეგიონის შრომის ბაზარზე გაიზრდება  მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის რიცხვი, რაც თავის მხვრივ გაზრდის ბაზარზე კონკურენციას და მიცემს დამსაქმებელს ღირსეული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

სამომავლოდ, დასაქმების სააგენტო თავის პარტნიორებთან ერთობლივი თანამშრომლობით აპირებს უცხოეთში დასაქმების კუთხით ინტენსიურ მუშაობას. ამ გზით სააგენტო გაზრდის რეგიონში შრომითი მიგრაციის შესახებ ცნობიერებას,  ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ აქტიურად დაიწყო მუშაობა უცხოეთში დასაქმების მსურველების შესაბამისი შეთავაზებებით უზრუნველყოფისთვის და ამ კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან  (IOM).

ამ ეტაპზე აჭარის დასაქმების სააგენტო ჩართულია IOM-ის ერთ-ერთ ახალ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოდან შრომითი მიგრანტების დროებით პილოტირებას პოლონეთსა (არანაკლებ 70 შრომითი მიგრანტი) და ესტონეთში (არანაკლებ 10 შრომითი მიგრანტი). პროექტი უზრუნველყოფს პოლონეთის მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული დროებითი შრომითი მიგრაციის გამარტივებული რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას და პოლონეთში შრომითი მიგრანტების ლეგალური დროებითი დასაქმების ხელშეწყობას. ესტონეთი ევროკავშირის მეორე წევრი ქვეყანაა, რომელმაც გამოხატა ინტერესი საქართველოსთან რეგულირებული დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირების სფეროში, განსაკუთრებული აქცენტით მაღალკვალიფიცირებულ ადამიანურ რესურსზე. 

პროექტი საერთაშორისოა და მისი პარტნიორები არიან:

საქართველო  

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • სოციალური მომსახურების სააგენტო 
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო
  • საქართველოს დიპლომატიური მისიები პოლონეთსა და ესტონეთში 
  • დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაცია

პოლონეთი  

  • შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო
  • დამსაქმებლები
  • პროფკავშირები

ესტონეთი  

  • ესტონეთის მეწარმეები
  • ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტრო
  • ესტონეთის დამსაქმებელთა კონფედერაცია
  • ესტონეთის უმუშევართა დაზღვევის ფონდი
  • პროფკავშირები
  • დასაქმების კერძო სააგენტოები
  • პოლიციისა და საზღვრის დაცვის ბიურო

ამ პროექტში აჭარის დასაქმების სააგენტოს მუშაობა განისაზღვრება ძირითადად შემდეგი მიმართულებებით:

  • პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება
  • პოლონეთში/ესტონეთში დასაქმების მსურველი პირების ინფორმირება დასაქმების შესაძლებლობებისა და პირობების შესახებ
  • იდენტიფიცირებული სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და რეგისტრაციის მონაცემების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის
  • კანდიდატის წინასწარი და საბოლოო შერჩევის პროცედურებში მონაწილეობა
  • შერჩეული კანდიდატების გამგზავრების-წინა ორიენტაციაში მონაწილეობა
  • შრომითი მიგრანტების დასაქმების პირობების მონიტორინგში მონაწილეობა
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში შრომითი მიგრანტების დროებითი ლეგალური დასაქმების ოპერატიული მოდელის განვითარებას რაც ხელს შეუწყობს ადამიანურ რესურსზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ეფექტურ კავშირს, მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებას, მათი შრომითი და ადამიანური უფლებების დაცვას.


სასარგებლო რჩევები

პოლონეთის რესპუბლიკას საქართველოსა და კიდევ ხუთ ქვეყანასთან (უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, მოლდოვეთი, სომხეთი) აქვს ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოური სამუშაო ძალის დაშვების გამარტივებული რეჟიმი, რაც ითვალისწინებს ამ ქვეყნის მოქალაქეების პოლონეთში 12 თვიან პეროდში 6 თვით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას სპეციალური სამუშაო ნებართვის გარეშე.

გამარტივებული რეჟიმით უცხოური სამუშაო ძალის დაქირავების პროცედურები მარტივია: ამისათვის პოლონელი დამსაქმებელი ავსებს სპეციალურ დეკლარაციას - „დამსაქმებლის განაცხადი უცხოელის დასაქმებაზე“, სადაც აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • დამსაქმებლის მონაცემები
  • უცხო ქვეყნის  პოტენციური მომუშავის მონაცემები
  • სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო
  • კონტრაქტის ტიპი
  • ანაზღაურების ოდენობა
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა

დამსაქმებელი დეკლარაციის რეგისტრაციას ახდენს პოლონეთის შრომის (დასაქმების სახელმწიფო სამსახურის) ადგილობრივ, მუნიციპალურ ოფისში. დეკლარაციის რეგისტრაციის პროცედურები მარტივი, უფასო და სწრაფია: რეგისტრაციის ვადები ვოევოდების (პოლონეთის რეგიონების) მიხედვით განსხვავებულია და გრძელდება 10-14 დღემდე. დეკლარაციის ორიგინალი ფოსტით ეგზავნება უცხოელ პოტენციურ მომუშავეს და იგი არის საფუძველი პოლონეთში დასაქმების მსურველი უცხოელისთვის სამუშაო ვიზის მისაღებად.

დარეგისტრირებული დეკლარაციის ორიგინალი ფოსტით ეგზავნება უცხო ქვეყნის პოტენციურ მომუშავეს. დეკლარაცია არის საფუძველი პოლონეთში დასაქმების მსურველი უცხოელისთვის სამუშაო ვიზის მისაღებად. 

სამუშაო ვიზის საფუძველზე მიგრანტს აქვს პოლონეთში შესვლის, ცხოვრების (ბინადრობის) და მუშაობის უფლება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი ლეგალური დასაქმებისთვის. პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან გააფორმოს წერილობითი კონტრაქტი (შრომითი ან სამოქალაქო).  წერილობითი კონტრაქტის გარეშე მუშაობა ითვლება კანონდარღვევად და ექვემდებარება დაჯარიმებას როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის.

  • შევსებული და ამობეჭდილი სავიზო ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონული რეგისტრაციის ვებ-გვერდზე: https://www.e-konsulat.gov.pl/  
  • პასპორტი - პერსონალური ფოტოსურათიანი გვერდის ქსეროასლით (მინიმუმ სამი თვის მოქმედების ვადით პოლონეთიდან/ან შენგენის ზონიდან დაგეგმილი გამომგზავრების მომენტიდან; მინიმუმ 2 თავისუფალი გვერდით; გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში)
  • ერთი ბიომეტრული ფოტოსურათი (3,5 x 4,5 სმ; თეთრი ფონით, სახე ფოტოსურათის ზედაპირის 80%-ს უნდა ფარავდეს)
  • დასაქმების სამსახურში დარეგისტრირებული პოლონელი დამსაქმებლის განაცხადი უცხოელის სამსახურში აყვანის სურვილის შესახებ (დედანი ასლთან ერთად)
  • სამოგზაურო/სამედიცინო დაზღვევა ქსეროასლთან ერთად, მინიმუმ 30 ათასი ევროს ოდენობის, მოქმედი დაგეგმილი ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში
  • პოლონეთში გამგზავრებისა და პირველი ხელფასის აღებამდე საჭირო ხარჯების დასაფარად აუცილებელი ფინანსური საშუალების ფლობის დამდასტურებელი ცნობა ბანკიდან
  • თვითმფრინავის ბილეთის ასლი ან ჯავშანი
  • სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 60 ევროს (სავიზო მოსაკრებლის გადახდა ხდება წინასწარ, ნაღდი ანგარიშსწორებით, ევროს ვალუტაში. სავიზო მოსაკრებელი, ვიზაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაბრუნებას არ ექვემდებარება)
საბუთების არსრულყოფილი სახით წარდგენა არის სავიზო განაცხადის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი, რაც საბუთების შეტანის თარიღის ხელახალი დანიშვნის აუცილებლობას განაპირობებს. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებას აქვს დამატებითი საბუთების მოთხოვნის უფლება

ვიზის მისაღებად პოტენციური მიგრანტი უნდა დარეგისტრირდეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე https://secure.e-konsulat.gov.pl/. რეგისტრაციისას, პირველ რიგში, უნდა აირჩიოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა ნაციონალური ვიზისთვის და შეავსოს განაცხადი. განაცხადი ივსება პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. დადასტურების კოდის მოსვლის შემდეგ მან უნდა მონიშნოს შეხვედრის თარიღი საკონსულოში დოკუმენტების წარსადგენად. შეუძლებელია საკონსულოში გასაუბრების თარიღზე შეთანხმება სისტემით მონიშნულ თარიღზე ადრე. პოლონეთის ნაციონალური ვიზაზე გასაუბრების მოლოდინის დროა 30 დღე. განაცხადის რეგისტრაციის დადასტურებისას, აპლიკანტმა (განმცხადებელმა) უნდა ამობეჭდოს განაცხადი, მოაწეროს ხელი დოკუმეტის ბოლო გვერდზე მონიშნულ ორ ადგილას და სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად საკონსულოში პირადად უნდა წარადგინოს (პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში: ძმები ზუბალაშვილების ქ. 19 0108, თბილისი, საქართველო ტელ.: 2 92 03 98 ფაქსი: 2 92 03 97 ელ-ფოსტა: mailto:tbilisi.amb.sekretariat@msz.gov.pl  საკონსულო განყოფილება: ტელ.: 2 93 62 36 (10:00-დან-12:00 საათამდე) ფაქსი: 2 93 62 31 ელ-ფოსტა: mailto:tbilisi.amb.rk@msz.gov.pl ).

სეზონურ სამუშაოზე დასაქმებისათვის (მაქსიმალური ყოფნის ხანგრძლივობა 180 დღე 12 თვის განმავლობაში) ან ოფიციალური  ნებართვის საფუძველზე სამუშაოდ გამგზავრებისას საკონსულო გასცემს ეროვნულ ვიზას.

საკონსულოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადის განხილვის ვადა არ აღემატება 10 დღეს. გამარტივებული პროცედურებით სეზონური/დროებითი დასაქმებისთვის სამუშაო ვიზა გაიცემა მაქსიმუმ 180 დღით წელიწადში.

სამუშაო ვიზის საფუძველზე მიგრანტს ეძლევა პოლონეთში შესვლის, ცხოვრების (ბინადრობის) და მუშაობის უფლება

პოლონეთში გამარტივებული რეჟიმით მომუშავე მიგრანტს შეუძლია გააგრძელოს მუშაობა 6 თვეზე მეტი ხნით პოლონეთიდან გაუსვლელად დამსაქმებლის თანხმობის შემთხვევაში. სამუშაო ნებართვის მიღების პროცედურები უნდა მოესწროს ვიზის ვადის გასვლამდე.

პოლონელ დამსაქმებელს უფლება აქვს გამარტივებული რეჟიმით მომუშავე მიგრანტებისთვის მოითხოვოს პოლონეთში დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა 3 თვიდან 3 წლამდე ვადით.

ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის  მისაღებად საჭირო პროცედურები შემდეგია:

  • ნებართვის მისაღებად პროცედურები შეიძლება დაიწყოს მიგრანტის მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. ამ შემთხვევაში შრომის ბაზრის ტესტი (დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის დადასტურება) არ არის აუცილებელი
  • ნებართვის მიღების თხოვნით მიგრანტი პირადად მიმართავს ადგილობრივ ვოევოდას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
  • მიგრანტმა უნდა გადაიხადოს ნებართის მისაღებად დადგენილი მოსაკრებელი (490 პოლონური ზლოტი, დაახ. 126 $) და  წარადგინოს შემდეგი აუცილებელი დოკუმენტები:

         სპეციალური განცხადება

         4 ფოტოსურათი

         სამგზავრო დოკუმენტის ფოტოასლი (ორიგინალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოწმებისათვის)

         მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

         ნებართვის მისაღებად საჭირო სხვა სტანდარტული დოკუმენტები

         ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ან იჯარის ხელშეკრულება,  ან ნდობით აღჭურვილი პირის განცხადება უცხოელისთვის საცხოვრებელის გარანტიის შესახებ

         შრომითი ან მანდატის ხელშეკრულება ან გასული 3 თვის განმავლობაში ანაზღაურების ანგარიშები

         სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც საკმარისია მიგრანტისა არსებობისათვი (ამჟამად იგი შეადგენს 634 პოლონურ ზლოტს თვეში)

         სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (სოციალური დაზღვევის მოწმობა, სადაზღვევო პოლისი)

         დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა გაიცემა იმ პერიოდით, რაც საჭიროა დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად

ბინადრობის ნებართვა გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის ჩაბარებიდან 1 თვეში და თანხმობისას გაიცემა ბინადრობის მოწმობა.

ბინადრობის მოწმობა ადასტურებს უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლონეთში ცხოვრებისა და საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის უფლებას ვიზის მოთხოვნის გარეშე. ნებართვა აძლევს მუშაობის უფლებას დადგენილი პირობებით.

ახალი ნებართვის აღება საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

  • დამსაქმებლის შეცვლისას
  • სამუშაო პირობების არსებითად შეცვლისას (მაგალითად, ადგილმდებარეობის, ანაზღაურების, სამუშაო დროის, კონტრაქტის ტიპის და სხვა არსებითი პირობების ცვლილება).

დამსაქმებლის ადგილმდებარეობის, სამართლებრივი ფორმის ცვლილება, სხვა დამსაქმებლის მიერ საწარმოს ან მისი ნაწილის შეძენა არ მოითხოვს ნაბართვის შეცვლას ან ახალი ნებართვის აღებას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შეასრულოს დამატებითი სამუშაო სხვა დამსაქმებელთან იმ დამსაქმებლის ნებართვით, ვისთანაც მუშაობს სამუშაო ნებართვის საფუძველზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქრ ვალდებულია დატოვოს პოლონეთის ტერიტორია დროებითი ბინადრობის/სამუშაო ნებართვაზე საბოლოო უარის თქმის შემთხვევაში 30 დღის განმავლობაში. დროის ათვლა იწყება  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საბოლოო გადაწყვეტილება გადაცემის დღიდან.

სამუშაო ვიზაზე უარის თქმის საფუძველი ძირითადად შემდეგია:

  • ეგრეთ წოდებული „ცუდი მიგრაციული ისტორია“ - სავიზო რეჟიმის ადრინდელი დარღვევა (SIS - შენგენის საინფორმაციო სისტემა ან დეპორტირებულების ეროვნული სია)
  • დამსაქმებლის არარსებობა/არასანდოობა
  • დამსაქმებელთან დაკავშირების პრობლემები
  • იმ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების არცოდნა, რაზეც აპლიკანტი აკეთებს განაცხადს (პრეტენდენს არა აქვს ელემენტარული ინფორმაცია დამსაქმებელსა და შრომის პირობებზე, ვერ პასუხობს გაგზავრების მიზანთან დასმულ კითხვებზე და ა.შ.)

საკონსულოს ინფორმაციით, პოტენციური მიგრანტების 5-10% მათგან, ვისაც ეთქვა ვიზაზე უარი, ითხოვს ინფორმაციის ხელახლა გადამოწმებას. ყველაზე გავრცელებულია სიტუაცია, როცა დამსაქმებელი არ არის მისაწვდომი, ვინაიდან შეიცვალა ოფისი და/ან ტელეფონი. თუ პრეტენდენს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით,  ხდება გადამოწმება და დადებითი შედეგის შემთხვევაში,  გაიცემა სამუშაო ვიზა.

  • დოკუმენტების მომზადება ვიზისთვის                                          20 ევრო

(თარგმნა, დამოწმება და სხვა.)

  • სავიზო მოსაკრებელი                                                                  60 ევრო
  • სამედიცინო დაზღვევა                                                                 70 ევრო
  • მგზავრობის საფასური                                                                 330 ევრო
  • დასაქმებამდე და ხელფასის აღებამდე საჭირო                          470 ევრო
  • ფინანსები(საცხოვრისი,კომუნალური ხარჯები, და სხვა.)
  • სულ ხარჯები                                                                               950 ევრო
მიგრანტის სავარაუდო ფინანსური ხარჯები გაანგარიშებულია არსებული მდგომარეობით, საშუალო ღირებულებით
  • 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, პოლონეთში საარსებო მინიმუმი  შეადგენს 2070 პოლონურ ზლოტს (469 ევრო) 
  • საცხოვრისის საფასური (ქირა) პოლონეთის დასახლებული პუნქტების მიხედვით განსხვავებულია და მერყეობს 100-დან 400 ევრომდე თვეში
  • კომუნალურ ხარჯები (გაზი, ელ. ენერგია, წყალი) დაახლოებით  20-40 ევროა თვეში
  • სატრანსპორტო ხარჯები შეადგენს დაახლოებით 30 ევროს

ხელფასის განაკვეთი შეიძლება იყოს საათობრივი ან თვიური. კონტრაქტში ხელფასი ფიქსირდება  აშშ დოლარის ან ევროს ექვივალენტში (პოლონური ზლოტი).

IOM-ს კვლევის შედეგებით, პოლონეთში მომუშავე ქართველი მიგრანტები სრული სამუშაო დროით დასაქმებისას, საშუალოდ იღებდნენ 400-დან 1200 ევრომდე თვეში. რა თქმა უნდა, ხელფასი დიფერენცირებულია საქმიანობის სფეროებისა და პროფესიების მიხედვით:  სრული სამუშაო დროით დასაქმებისას, სასოფლო-სამეურნეო სფეროში საშუალო ხელფასი არის დაახ. 420 ევრო, მშენებლობაზე - 600-800 ევრო, პროფესიონალების ხელფასი - 800-1500 ევრო.

პოლონეთში მინიმალური ხელფასია 1850 ზლოტი (419 ევრო);  ქვეყნის მასშტაბით საშუალო ხელფასია (ხელზე ასაღები)  – 2730 PLN;  ვარშავაში - 3400 PLN (468-536 ევრო).

პოლონეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორები, სადაც ფიქსირდება მოთხოვნა უცხოელ სამუშაო ძალაზე, შემდეგია:

  • სოფლის მეურნეობა
  • მშენებლობა
  • ტრანსპორტირება
  • საკვების და ხორცის წარმოება
  • ბოსტნეულის დამუშავება
  • ფარმაცევტული პროდუქტების შეფუთვა 

აღნიშნული სექტორების გარდა, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა არსებობს მთელი რიგი პროფესიის კადრებზე  მრეწველობისა და მომსახურების სფეროებშიც. დეფიციტური პროფესიები, უცხოელთა დასაქმების თვალსაზრისით, შეიძლება დაიყოს 3 ძირითად ჯგუფად:

  • მარტივი ფიზიკური და დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოები სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, საკვების გადამუშავების და სხვ. სფეროებში, სადაც კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციის საჭიროება არ არის და საკმარისია ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლონური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა. აქ მთავარია მიგრანტის მოტივაცია, მუშაობისა და სწავლის სურვილი.
  • კვალიფიციური მუშები, ხელოსნები და სპეციალისტები, რომელთაც ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად ჭირდებათ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება დასაქმების სფეროში; რიგი პროფესიებისათვის მნიშვნელოვანია პოლონური ენის კარგად ცოდნაც.
  • მაღალი კვალიფიკაციის პროფესიები (ექიმები, პედაგოგები, ბუღალტრები, ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის საინჟინრო-ტექნიკური სპეციალისტები, სისტემების ანალიტიკოსი, აპლიკაციის პროგრამისტები, ვებგვერდის და მულტიმედიის დეველოპერები, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაყიდვების პროფესიონალები, ფინანსური და ინვესტიციების მრჩეველი და სხვ.), სადაც დასაქმება მიგრანტებისთვის შედარებით შეზღუდულია იდენტური კომპეტენციებისა და დასაქმების პროცედურების სირთულის გამო. 

 

 

 

 

 

მშენებლობა
1 შემდუღებელი MIG/MAG / Spawacze metodą MIG/MAG 721204 and 721205
2 შემდუღებლები TIG/ Spawacze metodą TIG - 721206
3 კალატოზი, მებათქაშე და მსგავს საქმიანობის მუშები / Betoniarze, betoniarze zbrojarze i pokrewni -7114
4 სამშენებლო დურგალი  / Cieśle i stolarze budowlani - 7115
5 სამშენებელო საქმიანობაში სახურავის და თუნუქის სამუშაოთა სპეციალისტი/ Dekarze i Blacharze – 7121 and 7213
6 სამშენებლო მემონტაჟე / Monterzy konstrukcji budowlanych – 711102
7 რკინის კონსტრუქციების მუშა / Formierze odlewniczy, spawacze, blacharze, monterzy konstrukcji metalowych i pokrewni – 721
8 სანტექნიკოსი და მილსადენის ფილტრაციის სპეციალისტი / Hydraulicy i monterzy rurociągów - 7126
9 ელექტრომექანიკოსი და ელექტრომემონტაჟე / Elektromechanicy i elektromonterzy - 7412
10 ხისა და ლითონის მღებავი/გამლაქავი / Malarze, pracownicy czyszczący konstrukcje budowlane i pokrewni - 713
11 სახურავის შემკეთებელი / Dekarze - 7121
12 მეშუშე ად ფანჯრის ჩამსმელი / Sklarze i Monter / Składacz okien - 712502 and 712501
13 იატაკის დამგები / Posadzkarze, parkieciarze i glazurnicy – 7122
14 შპალერის გამკვრელი / Tapicerzy i pokrewni – 7534
15 გზის საფარის დამგები / brukarze – 711205
16 მშენებელი ინჟინერი / Inżynierowie budownictwa - 2142
17 მოპირკეთების სამუშაოთა ტექნოლოგი სამშენებლო საქმეში / Technicy budownictwa - 311290

 

ტრანსპორტი
1 ავტობუსის და ტრამვაის მძღოლები / Kierowca autobusu - 833101
2 მძიმე სატვირთო მანქანის მძღოლი (C კატეგორია) / Kierowca samochodu ciężarowego - 833203
3 მძიმე ტვირთმზიდი ტრანსპორტის მძღოლი (C+E კატეგორია) / Kierowca ciągnika siodłowego - 833202 and Kierowcy samochodu ciężarowego – 833203
4 მიწისმთხრელი მანქანების ოპერატორები და მექანიკოსები / Operatorzy sprzętu do robót ziemnych i urządzeń pokrewnych - 8342
5 ამწე კრანის, ელ. ჯალამბარის და სხვა ამწევი მანქანა-დანადგარების ოპერატორი / Maszyniści i operatorzy maszyn i urządzeń dźwigowo-transportowych i pokrewni - 8343
6 ამწევი სატვირთო მანქანების ოპერატორი / Kierowcy operatorzy wózków jezdniowych - 8344

 

სოფლის მეურნეობა
1 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მინდორში, ბაღებსა და ფერმებში
2 სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი გადამუშავება
3 სოფლის მეურნეობის მანქანა-დანადგარების მექანიკოსი და შემკეთებელი / Mechanik – monter maszyn i urządzeń - 723310
4  ხორცისა და თევზის დამუშავება / Masarze, robotnicy w przetwórstwie ryb i pokrewni 7511

 

მრეწველობა
1 ინჟინერ-მექანიკოსი / Inżynierowie mechanicy – 2144
2 ელექტრიკოსი / Technicy elektrycy - 3113
3 მეშახტეები და შახტის მანქანა-დანადგარების ოპერატორები / Operatorzy maszyn i urządzeń górniczych i pokrewni - 811
4 სახარატო ჩარხების გამმართველი და ოპერატორი / Ustawiacze i operatorzy obrabiarek do metalii pokrewni - 7223
5 ხარატი / Ślusarze i pokrewni - 7222
6 ჭის მთხრელი და მბურღავი და მასთან დაკავშირებული მუშები / Operatorzy urządzeń wiertniczych i wydobywczych ropy, gazu i innych surowców - 8113
7 ხის ნაკეთობათა ოსტატი და დურგალი / Rękodzielnicy wyrobów z drewna i pokrewnych materiałów - 7317
8 მინისა და კერამიკის ქარხნის ოპერატორი / Operator automatów do formowania wyrobów szklanych - 818101
9 აბრეშუმის, ბეწვის და ტყავის წარმოების დანადგარების ოპერატორი, სხვაგან არ არის კლასიფიცირებული / Operatorzy maszyn do produkcji wyrobów włókienniczych, futrzarskich i skórzanych gdzie indziej niesklasyfikowani - 8159
10 შემფუთავი, ჩამომსხმელი და ეტიკეტის დანადგარის ოპერატორი / Operatorzy urządzeń pakujących, znakujących i urządzeń do napełniania butelek 818303
11 გამომჭრელი და მკერავი და დაკავშირებული საქმიანობის მუშები / Krawcy i pracownicy produkcji odzieży 753
12 პლასტმასის პროდუქციის დანადგარის ოპერატორი / Operator maszyn i urządzeń do przetwórstwa tworzyw sztucznych - 814209
13 წარმოების მუშები / Robotnicy wykonujący prace proste w przemyśle - 932
14 ინდუსტრიული მანქანა-დანადგარების მექანიკოსი და შემკეთებელი / Mechanik – monter maszyn i urządzeń - 723310 

 

მომსახურება
1 ავტომექანიკოსი / Mechanicy pojazdów samochodowych - 7231
2 ავტოშემკეთებელი / Blacharzy – 721301
3 ავტომობილის კორპუსის მღებავი / Lakiernik samochodowy - 713203 / Lakiernik samochodowy – 713203
4 მანქანის ავტომატიკის დიაგნოსტიკის ტექნიკოსი / Technik elektryk samochodowy - 311305
5 პარიკმახერი/ fryzjerzy – 5141
6 შეფ-მზარეული / Szefowie kuchni - 322002
7 მზარეული / kucharze – 5120
8 კონდიტერი / cukiernicy – 7512
9 მცხობელი / piekarze – 7512
10 სწრაფი კვების მომზადების სპეციალისტი / Pracownicy przygotowujący posiłki typu fast food 9411
11 სოციალური სამუშაოს სპეციალისტები ხანდაზმულებისა და შშმ პირთა მოვლისთვის / Pracownicy wsparcia rodziny, pomocy społecznej i pracy socjalnej 3412
12 ძიძები / Pielęgniarki bez specjalizacji lub w trakcie specjalizacji – 2221
13 ბავშვის მომვლელი/ Opiekunka dziecięca domowa (niania) / - 531104
14 პერსონალური მომვლელი სახლში / Opiekun osoby starszej – 341202
15 სპორტისა და ფიტნესის მუშაკი / Sportowcy, trenerzy i zawody pokrewne – 342
16 შემოქმედებითი მუშაკები და მსახიობები / Aktorzy cyrkowi i pokrewni – 3435

 

ვაჭრობა
1 მაღაზიის თაროებზე პროდუქციის დამწყობი / Układacze towarów na półkach 9334

 

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT)
1 სისტემის ადმინისტრატორი / Administratorzy systemów komputerowych 2522
2 სისტემის ანალიტიკოსი / Analitycy systemów komputerowych 2511
3 გრაფიკის და მულტიმედიის დიზაინერი / Projektanci grafiki i multimediów 2166
4 პროგრამული უზრუნველყოფისა და ვებგვერდის დიზაინერი / Specjaliści do spraw rozwoju systemów informatycznych i Architekt stron internetowych 2512 and 251301
 
  • პროგრამების სპეციალისტი - 2512
 
  • ინტერნეტ ქსელისა და მულტიმედიის სპეციალისტი 2513
5 აპლიკაციების პროგრამისტი / Programiści aplikacji 2514
6 ვებსაიტის და მულტიმედიის დეველოპერები / Projektanci aplikacji sieciowych i multimediów - 2513
 
  • ინტერნეტ ქსელისა და მულტიმედიის სპეციალისტი 2513
7 ვებსაიტის ტექნიკოსები / Technicy sieci internetowych – 3514
 
  • ინტერნეტ-ტექნიკოსები

პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან   გააფორმოს წერილობითი კონტრაქტი - შრომითი ან სამოქალაქო - დასაქმებაზე შეთანხმებისთანავე. კონტრაქტი ფორმდება პოლონურ და იმ ენაზე, რომლის გაგება შეუძლია მიგრანტს. წერილობითი კონტრაქტის გარეშე მუშაობა ითვლება კანონდარღვევად და ექვემდებარება დაჯარიმებას როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის.

შრომითი კონტრაქტი ფორმდება  პოლონეთის შრომის კოდექსის, სამოქალაქო კონტრაქტი კი - სამოქალაქო კოდექსის ნორმების გათვალისწინებით.

შრომითი კონტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად პირობებს:

  • დამსაქმებლისა და მომუშავის მონაცემები
  • კონტრაქტის ტიპი და დადების თარიღი
  • სამუშაოს ტიპი (თანამდებობა და სამუშაოს აღწერა)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა
  • შრომის ანაზღაურება
  • საზეგანაკვეთო ანაზღაურება
  • მუშაობის დაწყების თარიღი
  • სამუშაო დრო

შრომით კონტრაქტში არ შეიძლება იყოს პოლონეთის შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებზე უარესი პირობები. პოლონეთის შრომის კოდექსით დადგენილი  ძირითადი ნორმებია:

  • სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 40 საათი
  • შრომის ანაზღაურება არ შეიძლება იყოს პოლონეთში დადგენილ მინიმალურ  ხელფასზე  ნაკლები (2017 წლის 1 იანვრიდან პოლონეთში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება შეადგენს 13 ზლოტს. სრული დროით დასაქმებისას დარიცხული მინიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს 2000 პოლონური ზლოტზე ანუ დაახლოებით 464 ევროზე ნაკლები; ხოლო ხელზე ასაღები - 1451 პოლონური ზლოტი ანუ დაახლოებით 337 ევრო)
  • ანაზღაურებადი შვებულების/დეკრეტის/ბიულეტენის უფლება
  • კვალიფიკაციის ამაღლების/გადამზადების უფლება
  • საზეგანაკვეთო სამუშაოების ანაზღაურება
  • სამუშაოდან გათავისუფლების დადგენილი პირობები

შრომითი კონტრაქტის გაფორმებისას პოლონელი დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს მომუშავის სამედიცინო დაზღვევის ხარჯები, საშემოსავლო გადასახადი, სოციალური გადასახადი (ახალი თანამშრომელი უნდა დაარეგისტრიროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში დასაქმებიდან 7 დღის განმავლობაში) და გააგზავნოს მომუშავე სამედიცინო ექსპერტიზაზე. სოციალური დაზღვევის გადასახადი უზრუნველყოფს მომუშავის დაცვას შრომისუუნარობის, პროფესიული დაავადების ან საწარმოო ტრამვის შემთხვევაში.

სამოქალაქო კონტრაქტი გამოიყენება მაშინ, როცა დამსაქმებელი არ აპირებს დაიქირაოს მომუშავე შრომითი კონტრაქტით, მაგრამ საჭიროა შეთანხმება გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე.

არსებობს სამოქალაქო კონტრაქტის ორი ტიპი:

  1. „მანდატის კონტრაქტი“
  2.  განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად დადებული კოტრაქტი.

ორივე ტიპის კონტრაქტში აღინიშნება:

  • შესასრულებელი სამუშაო
  • სამუშაოს შესრულების ვადა
  • ფიქსირებული ანაზღაურება

„მანდატის კონტრაქტი“ არ ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას. თუ „მანდატის კონტრაქტი“ ერთადერთი წყაროა შემოსავლის, მაშინ  დამსაქმებელი ვალდებულია გადაიხადოს სოციალური (სამედიცინო დაზღვევის ჩათვლით) და საშემოსავლო გადასახადი. თუ მანდატის კონტრაქტი დამატებითი შემოსავლის წყაროა და ანაზღაურების ოდენობა სულ ცოტა მინიმალური ხელფასის ტოლია (დამსაქმებლის მიერ დაკავებული სოციალური გადახდების ჩათვლით), მაშინ ხელფასიდან ხდება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის დაკავება. მანდატის კონტრაქტის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებული არ არის მომუშავეს მისცეს სადღესასწაულო/ბიულეტენი/დეკრეტული შვებულებები და სხვ. გარანტიები.

განსაზღვრული სამუშაოს კონტრაქტი არის შეთანხმება გარკვეული, ნათლად განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად, როცა იქმნება გარკვეული პროდუქტი საერთო ფიქსირებული ანაზღაურებით. ამ ტიპის კონტრაქტი ასევე არ  ექვემდებარება მინიმალური ხელფასის მოთხოვნის დაცვას. იგი ჩვეულებრივ განსაზღვრავს სამუშაოს დასრულების ვადას და შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოს შედეგებზე. ამ ტიპის კონტრაქტი არ იძლევა საოციალური და სამედიცინო დაზღვევის გარანტიებს, მაგრამ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის გადახდას (პოლონეთში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთია 19%).

ცხადია, შრომითი კონტრაქტი უკეთესია მომუშავეთა შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად, მაგრამ მიგრანტთა ხანმოკლე დასაქმებისას შესაძლოა სამოქალაქო კონტრაქტი უფრო სასარგებლო იყოს თვით მიგრანტისთვისაც, ვინაიდან დამსაქმებელი არ იხდის რა სოციალურ გადასახადებს, მომუშავეს შეიძლება მისცეს უფრო მეტი ანაზღაურება და დამსაქმებლისთვისაც სასარგებლო იყოს შედარებით იაფი უცხოური სამუშაო ძალა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, პოლონეთსა და საქართველოს შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება სოციალური დაცვის სისტემის კოორდინაციის სფეროში და შრომით მიგრანტებს საქართველოდან, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, არ შეუძლიათ სოციალური გადასახადის (საპენსიო დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა)  გადახდის დადებითი შედეგებით სარგებლობა. ამიტომ სამოქალაქო კონტრაქტით მუშაობა, შესაძლოა, მიგრანტისთვისაც მისაღები იყოს.

პოლონეთში ბევრი დამსაქმებელი ცდილობს მომუშავეს გაუფორმოს სამოქალაქო კონტრაქტი (მანდატის ან განსაზღვრული სამუშაოს) შრომითი კონტრაქტის ნაცვლად, რათა თავი აარიდოს შრომის კოდექსით დადგენილ ვალდებულებებს და უფრო იაფი დაუჯდეს მომუშავის დაქირავება. მაგრამ პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად, სამოქალაქო კონტრაქტის დადება იმ სიტუაციებში, როცა უნდა დადებულიყო შრომითი ხელშეკრულება, ითვლება კანონდარღვევად და ექვემდებარება ადმინისტრაციულ დაჯარიმებას.
  • მოგვაწოდოს სანდო ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციების, მიგრაციის ისტორიის და ა.შ. შესახებ
  • დაიცვას პროექტში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობები
  • დაიცვას ვიზის აღებისა და პოლონეთში შესვლის პროცედურები
  • კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული შრომითი ფუნქციები
  • შეატყობინოს დამსაქმებელს ერთდოულად სხვა დამსაქმებელთან მუშაობის ან დამსაქმებლის შეცვლის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად
  • დაიცვას პოლონეთის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ღირებულებები და პრინციპები, პატივი სცეს პოლონეთის სახელმწიფოს, საზოგადოებას, ენასა და კულტურას
  • დატოვოს პოლონეთი სამუშაო ვიზის, დროებითი ბინადრობის/მუშაობის ნებართვის ვადის ამოწურვის, შეწყვეტის, გაუქმების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და პირობებით
  • პოლონეთში ლეგალურად მომუშავე მიგრანტებს იგივე შრომითი უფლებები აქვთ, რაც ადგილობრივებს.
  • მიგრანტს უფლება აქვს მოითხოვის დასაქმების კონტრაქტის (შრომითი, სამოქალაქო) წერილობით გაფორმება მათ შორის იმ ენაზე, რომლის გაგება შეუძლია მიგრანტს.

სასურველია კონტრაქტში გაწერილი იყოს სამედიცინო დაზღვევის, სპეცტანსაცმლითა და საცხოვრისით უზრუნველყოფის, კომუნალური ხარჯების, კვების და სხვა ხარჯების დაფარვის/ანაზღაურების პირობებიც.

პრაქტიკაში არსებობს საცხოვრისით, სპეცტანსაცმლითა და საკვებით შრომითი მიგრანტის უზრუნველყოფის სხვადასხვა სქემები:

  • როცა დამსაქმებელი არ იღებს არანაირ ვალდებულებას
  • როცა დამსაქმებელი თვითონ უზრუნველყოფს საცხოვრებლით, საკვებით, სპეცტანსაცმლით (სრულად ან ნაწილობრივ)
  • დამსაქმებელი ხარჯებისთვის აძლევს გარკვეულ თანხას
  • მიგრანტების გამგზავრების-წინა ორიენტაცია და ტრენინგი
  • მიგრანტების გამგზავრებისათვის საჭირო პროცედურების (ვიზა, ბილეთი, ჩასვლა და ა.შ.) მხარდაჭერა
  • მიგრანტთა ჩასვლის შემდგომი ორიენტაცია და დამსაქმებელთან დაკავშირებაში დახმარება
  • პოლონეთსა დასაქმებული მიგრანტების შრომითი და სოციალური :უფლებების მონიტორინგის მხარდაჭერა

აღნიშნული პროექტის დახმარებით უცხოეთში დასაქმებას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • დასაქმება ხდება კანონიერად და არლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები შემცირებულია
  • სამუშაოს მაძიებელი თავისუფალია ყოველგვარი საშუამავლო მომსახურების საფასურის გადახდისაგან
  • კონკრეტული დამსაქმებლის მოძიება ხდება მიზნობრივად და სანდოობის მაღალი ხარისხით
  • დამსაქმებელი დეკლარაციასთან ერთად წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას ვაკანსიაზე (კანდიდატს ექნება სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, დამსაქმებლის მოთხოვნების, შრომის პირობების, სოციალური დაცვის, საცხოვრისით უზრუნველყოფის და სხვ. პირობების შესახებ)
  • ვიზის ასაღებად საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებაში დახმარებას უზრუნველყოფს IOM შესაბამის საკონსულოებთან თანამშრომლობით
  • ვიზის მისაღებად გასაუბრებაზე ჩაწერის პროცედურებში დახმარებას უზრუნველყოფს IOM შესაბამის საკონსულოებთან თანამშრომლობით
  • გამგზავრების წინა ინფორმირებას და ენის ტრენინგებს უზრუნველყოფს IOM
  • საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყანაში დამსაქმებელთან დაკავშირებაში დახმარებას უზრუნველყოფს IOM-ის ოფისები პოლონეთსა და ესტონეთში
  • დამსაქმებელთან ხელშეკრულების დადების, შრომის პირობების, შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (შრომის ინსპექცია და პროფკავშირები) და/ან IOM-ის პარტნიორი უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი არასამთავრობო სექტორი
  • შრომითი მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომია კვალიფიციური კონსულტაცია როგორც საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების, ისე ქვეყანაში ცხოვრების, ადაპტირების პროგრამების და სხვ. შესახებ
  • საჭიროების შემთხვევაში, შრომითი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაში დახმარება (საკონსულო, IOM-ის ოფისები)
საქართველოში დაბრუნების შემდგომი მხარდაჭერა (ინფორმირება, კონსულტირება, გადამისამართება შესაბამის პროექტებში)

პოლონეთში დასაქმებისას ყველაზე ხშირია შემდეგი პრობლემები:

  • ყალბი დეკლარაციები (როგორც დამსაქმებლების, ისე სააგენტოების მხრიდან, რომლებიც გვევლინებიან დამსაქმებლებად)
  • არაკეთილსინდისიერი საშუამავლო სააგენტოები (პრაქტიკაში არის შუამავლებისთვის 1500 ევროს გადახდისა და თანხის დაკარგვის შემთხვევები)
  • დეკლარაციების გაყიდვა იმ მიგრანტებზე, რომლებსაც სინამდვილეში არ უნდათ პოლონეთში დასაქმება და სურთ პოლონეთის გავლით ევროკავშირში მოხვედრა და ყალბი დაპირებები
  • დამსაქმებლის დეკლარაციის არასწორად შედგენა, რაც ქმნის პრობლემებს ვიზის აღებისას
  • დიდი და ზედმეტი ხარჯები ვიზასა და გამგზავრებაზე საშუამავლო (სააგენტო, ნაცნობი) სერვისის გამოყენებისას
  • რიგები ვიზის მისაღებად
  • ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების არასწორედ შევსება და დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა
  • დამსაქმებელთან დაგვიანებით გამოცხადების რისკი (სავიზო პროცედურების დროში გაწელვა აზარალებს როგორც მიგრანტს, ისე დამსაქმებელს, რამდენადაც დაკავშირებულია მისი ბიზნესის დანაკარგებთან)
  • არასაკმარისი ინფორმაცია პოლონეთის კანონმდებლობისა და დასაქმების რეალური შესაძლებლობების შესახებ
  • საკუთარი უფლებების არცოდნა და ვალდებულებების გაუაზრებლობა
  • ტრეფიკინგის საფრთხეები
  • პოლონეთი ევროკავშირის ქვეყანაა და უპრობლემოდ შეიძლება ევროპის სხვა ქვექნებში გადასვლა და დასაქმება
  • პოლონეთი ევროკავშირის ქვეყანაა და მაღალია ცხოვრების დონე, მაღალია ხელფასი (ერთ-ერთი მიგრანტის მოსაზრებით, პოლონეთში მინიმალური ხელფასია 2000 დოლარია)
  • პოლონეთში შესაძლებელია შესაბამისი სამუშაოს პოვნა, მთავარია იქ მოხვედრა
  • პოლონელებთან საერთო წარსული და კულტურული გარემოს გათვალისწინებით დასაქმებისთვის საკმარისია რუსული ენის ცოდნა(ელემენტარულ დონეზე)
  • დასაქმების შემთხვევაში კონტრაქტის გაფორმება  არ არის აუცილებელი
  • დასაქმება შუძლებელია ნაცნობის  დახმარების გარეშე
  • ავადმყოფობის შემთხვევაში დამსაქმებელი იზრუნებს მიგრანტზე და არანაირი დაზღვევა საჭირო არ არის
  • საცხოვრებელი და კვება მიგრანტისათვის უფასოა
  • მიგრანტს არ ეკუთვნის არანაირი გადასახადის გადახდა