შრომითი მიგრაცია

დასაქმების სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, გაზარდოს მათი ინფორმირებულობა ამ კუთხით და უზრუნველყოს კონკრეტული შეთავაზებებით უცხოეთში დასაქმების მსურველები.

ამ მიმართულებით სააგენტოს მუშაობა ერთის მხრივ, ემსახურება ჩვენი მოქალაქეების იმ რისკებისგან დაცვას, რომელიც უკანონო მიგრაციას შეიძლება ახლდეს - იმედგაცრუება, მატერიალური რესურსის დაკარგვა, დაბალი ანაზღაურება, შეუსაბამო სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობის შერყევა, ადამიანით მოვაჭრეების ხელში ჩავარდნა, დეპორტაცია (იძულებით დაბრუნება), სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლად ქცევა;მეორეს მხვრივ, უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების დროებითი დასაქმება ბევრი თვალსაზრისით მომგებიანი იქნება როგორც მოქალაქეებისთვის ასევე ჩვენი შრომის ბაზრისთვის და ამ ბაზარზე კვალიფიციური თანამშრომლების მაძიებელი დამსაქმებლებისათვის.


ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების გზით შეძლებენ აიმაღლონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ ახალ კულტურას და გაიმყარონ ინტერკულტურული კომპეტენციები, გაიფართოვონ პროფესიული და პიროვნული ჰორიზონტი, შეიძინონ ანგანივითარონ არსებული ცოდნა, უნარ-ჩვევები, დაამყარონ საჭირო კონტაქტები საზღვარგარეთ. ამასთან უცხო ქვეყანაში ადამიანი გამუდმებით დგას ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა გამკვლავება უხდება დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე დასაქმება უცხოეთში ჩვენს მოქალაქეებს არა მარტო პროფესიული, არამედ პიროვნული განვითარების საშუალებასაც მიცემს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში  ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში სხვადასხვა უცხოური ბრენდის თუ საერთაშორისო ორგანიზაციის გააქტიურებამ, გაზარდა მოთხოვნა შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანურ რესურსზე.  უცხოეთში დასაქმების გზით საშუალოვადიან პერსპექტივაში  რეგიონის შრომის ბაზარზე გაიზრდება  მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსის რიცხვი, რაც თავის მხვრივ გაზრდის ბაზარზე კონკურენციას და მიცემს დამსაქმებელს ღირსეული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

სამომავლოდ, დასაქმების სააგენტო თავის პარტნიორებთან ერთობლივი თანამშრომლობით აპირებს უცხოეთში დასაქმების კუთხით ინტენსიურ მუშაობას. ამ გზით სააგენტო გაზრდის რეგიონში შრომითი მიგრაციის შესახებ ცნობიერებას,  ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ აქტიურად დაიწყო მუშაობა უცხოეთში დასაქმების მსურველების შესაბამისი შეთავაზებებით უზრუნველყოფისთვის და ამ კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან  (IOM).

ამ ეტაპზე აჭარის დასაქმების სააგენტო ჩართულია IOM-ის ერთ-ერთ ახალ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოდან შრომითი მიგრანტების დროებით პილოტირებას პოლონეთსა (არანაკლებ 70 შრომითი მიგრანტი) და ესტონეთში (არანაკლებ 10 შრომითი მიგრანტი). პროექტი უზრუნველყოფს პოლონეთის მიერ საქართველოსთვის შეთავაზებული დროებითი შრომითი მიგრაციის გამარტივებული რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას და პოლონეთში შრომითი მიგრანტების ლეგალური დროებითი დასაქმების ხელშეწყობას. ესტონეთი ევროკავშირის მეორე წევრი ქვეყანაა, რომელმაც გამოხატა ინტერესი საქართველოსთან რეგულირებული დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირების სფეროში, განსაკუთრებული აქცენტით მაღალკვალიფიცირებულ ადამიანურ რესურსზე. 

პროექტი საერთაშორისოა და მისი პარტნიორები არიან:

საქართველო  

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • სოციალური მომსახურების სააგენტო 
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო
  • საქართველოს დიპლომატიური მისიები პოლონეთსა და ესტონეთში 
  • დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაცია

პოლონეთი  

  • შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო
  • დამსაქმებლები
  • პროფკავშირები

ესტონეთი  

  • ესტონეთის მეწარმეები
  • ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტრო
  • ესტონეთის დამსაქმებელთა კონფედერაცია
  • ესტონეთის უმუშევართა დაზღვევის ფონდი
  • პროფკავშირები
  • დასაქმების კერძო სააგენტოები
  • პოლიციისა და საზღვრის დაცვის ბიურო

ამ პროექტში აჭარის დასაქმების სააგენტოს მუშაობა განისაზღვრება ძირითადად შემდეგი მიმართულებებით:

  • პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება
  • პოლონეთში/ესტონეთში დასაქმების მსურველი პირების ინფორმირება დასაქმების შესაძლებლობებისა და პირობების შესახებ
  • იდენტიფიცირებული სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და რეგისტრაციის მონაცემების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის
  • კანდიდატის წინასწარი და საბოლოო შერჩევის პროცედურებში მონაწილეობა
  • შერჩეული კანდიდატების გამგზავრების-წინა ორიენტაციაში მონაწილეობა
  • შრომითი მიგრანტების დასაქმების პირობების მონიტორინგში მონაწილეობა
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში შრომითი მიგრანტების დროებითი ლეგალური დასაქმების ოპერატიული მოდელის განვითარებას რაც ხელს შეუწყობს ადამიანურ რესურსზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ეფექტურ კავშირს, მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებას, მათი შრომითი და ადამიანური უფლებების დაცვას.


სასარგებლო რჩევები

ესტონეთში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისათვის საჭიროა, ესტონეთის უმუშევრობის დაზღვევის ფონდის თანხმობა  (სამუშაო ნებართვა).  ეს თანხმობა გამართლებული უნდა იყოს შრომის ბაზრის ტესტით, რომელიც დგინდება ეროვნულ შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით.

აღნიშნული ფონდის მიერ, დამსაქმებელისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებაზე გაცემული თანხმობა ძალაშია გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.

ესტონეთის უმუშევრობის დაზღვევის ფონდის ნებართვა არ არის აუცილებელი შემდეგ შემთხვევებში:

  • ექსპერტის, მრჩევლის, კონსლუტანტის დასაქმებისას, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეს  გააჩნია შესაბამისი პროფესიული განათლება და კომპეტენციები
  • ესტონეთში დარეგისტრირებული უცხო ქვეყნის იურიდიული პირის ან მისი ფილიალისთვის ხელძღვანელის ან სუპერვაიზერის პოზიციაზე დასაქმებისას
  • წამყვანი (მაღალკვალიფიციური) სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებისას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაბამისი პროფესიული კომპეტენციები
  • იმ კონკრეტულ სფეროებში დასაქმებისათვის, სადაც არსებობს ესტონეთის ეკონომიკის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის განვითარებისათვის საჭირო პროფესიული სამუშაო ძალის დეფიციტი. ამ სფეროების ჩამონათვალს ადგენს ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობა 2 წლის ვადით.

უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება ესტონეთში შესაძლებელია მოკლევადიანი (განმავლობაში არა უმეტეს 6 თვე) ან გრძელვადიანი პერიოდით (6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით).

მოკლე ვადიან დასაქმებაზე სავიზო განაცხადის წარდგენამდე, აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებაზე დამსაქმებლის განაცხადის რეგისტრაცია ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოში.

  • ესტონეთში უცხო ქვეყნის მოქალაქის მოკლევადიანი დასაქმების შესახებ განაცხადი შეიძლება დარეგისტრირებული იქნეს როგორც უშუალოდ დამსაქმებლის, ისე დასაქმების კერძო სააგენტოს მიერ.
  • ყველა დოკუმენტი, რომელიც გაცემულია უცხო ქვეყანაში და თან ერთვის განაცხადს (მაგალითად, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), უნდა იყოს თარგმნილი ესტონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. დოკუმენტი სერტიფიცირებული უნდა იყოს აპოსტილის სერტიფიკატით.
  • მოკლევადიანი დასაქმების შესახებ განაცხადის რეგისტრაცია დამსაქმებელს შეუძლია დაჩქარებული ან ჩვეულებრივი წესით.

დაჩქარებული წესით უცხო ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია შესაძლებელია წამყვანი (მაღალკვალიფიციური) სპეციალისტის პოზიციაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სამეცნიერო კვლევით სამუშაოებზე დასაქმებისას.

ჩვეულებრივი წესით განაცხადის რეგისტრაცია ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის შემდეგ პროფესიებზე  დასაქმებისას:

  • საშესრულებლო ხელოვნების სპეციალისტები
  • სპორტის მუშაკი, მწვრთნელი, მსაჯი და ა.შ. (აუცილებელია შესაბამისი სპორტული ფედერაციის მოწვევა)
  • სტაჟირება/ინტერნატურა პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების ან სტუდენტური ორგანიზაციის შუამავლობით, თუ ეს არის სასწავლო პროგრამის ნაწილი
  • au pair დასაქმებისათვის
  • უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მომსახურე უცხოელი პერსონალი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვით
  • საოჯახო მეურნეობაში დამხმარე
  • ექსპერტი, მრჩეველი, კონსლუტანტი, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული კომპეტენციები
  • აპარატურის/მოწყობილობების დამამონტაჟებელი და/ან კვალიფიციური მომუშავე, შესაბამისი პროფესიული ცოდნით
  • სოფლის მეურნეობაში სეზონურ სამუშაოებზე, სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის პირველადი დამუშავების ჩათვლით
  • ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში დასაქმებისთვის, თუკი ასეთი პროგრამა აღიარებულია ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
გრძელვადიანი ვიზების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ ესტონეთის კანონის თანახმად, შესაძლებელია ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა სწავლა, მუშაობა ან ოჯახური ურთიერთობები. გრძელვადიანი ვიზის მოქმედების ვადაა 12 თვე და მის საფუძველზე შესაძლებელია ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზიტები ესტონეთში ჯამში 6 თვემდე

ესტონეთი გასცემს დროებითი ბინადრობის ნებართვას იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც უნდათ დასაქმება ესტონეთში დარეგისტრირებულ დამსაქმებელთან.

დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უცხო ქვეყნის მოქალაქე  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დასაქმების მიზანი  უნდა იყოს გამართლებული ესტონეთის ეკონომიკის განვითარების საჭიროებით (მაგალითად, დასაქმება მოთხოვნად პროფესიებზე)
  • უნდა ქონდეს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ესტონეთში
  • უნდა გააჩნდეს  საკმარისი ლეგალური შემოსავალი ესტონეთში საარსებოდ
  • უნდა გააჩნდეს ჯანდაცვის დაზღვევის კონტრაქტი ესტონურ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელსაც აქვს ამ სფეროში მუშაობის უფლება და დაზღვევა ქმედითია მხოლოდ ესტონეთში
  • მოცემული სამუშაოს შესასრულებლად უნდა  გააჩნდეს შესაბამისი პროფესიული უნარები (კვალიფიკაცია, განათლება, მუშაობის გამოცდილება, ჯანმრთელობა და სხვ.)

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე აკმაყოფილებს ჩამოთვლილ პირობებს და დამსაქმებელი წარადგენს ესტონეთის უმუშევრობის დაზღვევის ფონდის თანხმობას უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ, პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭო  გასცემს  დროებითი ბინადრობის ნებართვას. თუკი უცხოელი დასაქმებულია ისეთ პოზიციაზე, რომელიც შედის ქვეყნის მთავრობის მიერ დადგენილ დეფიციტურ პროფესიათა სიაში (სადაც სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მის მიწოდებას აღემატება), ასეთ შემთხვევაში  ფონდის თანხმობა დამსაქმებელს არ მოეთხოვება.

დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ქვეყანაში დარეგისტრირებული დასაქმების საფუძველზე ყოფნის ვიზის პერიოდზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დროებითი ბინადრობის ნებართვა დასაქმების მიზნით შესაძლოა გაიცეს დროებითი დასაქმების სააგენტოს წარდგინებით, თუკი ეს სააგენტო დარეგისტრირებულია ესტონეთში, ახორციელებს საშუამავლო საქმიანობას სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის და მის ხელთ არსებულ ვაკანსიებზე ასაქმებს შრომით მიგრანტებს.

დროებითი დასაქმების სააგენტოს ჰყავს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად წინასწარ შერჩეული კადრები და დამსაქმებელს უმოკლეს დროში აწვდიან საჭირო სამუშაო ძალას (მათ შორის უცხოელს).

დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის ნებართვის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სააგენტოს მიერაა დაქირავებული, შეუძლია დაიწყოს მუშაობა სხვა დამსაქმებელთან, რომელიც არ იყო მითითებულია დროებითი ბინადრობის ნებართვაში მისი გაცემის მომენტში. ახალი დამსაქმებელი უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვაში მითითებულ პირობებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია ერთდროულად იმუშაოს იმ დამსაქმებელთან, რომელიც ნებართვის გაცემის დოკუმენტებშია ასახული და სხვა დამსაქმებელთანაც.

EU Blue Card – არის ალტერნატიული გზა, ის წარმოადგენს ბინადრობის ნებართვას დასაქმების მიზნით, რომელიც გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ესტონეთში ცხოვრებისა და დასაქმებისათვის იმ პოზიციაზე, რომელიც მოითხოვს უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას. უმუშევრობის დაზღვევის ფონდის ნებართვა უცხოელის დაქირავებაზე ამ შემთხვევასიც საჭიროა.


უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია წარმოადგენს ისეთ კვალიფიკაციას, რომლის მისაღებად არანაკლებ  3 წელი სწავლაა საჭირო (დადასტურებული უმაღლესი განათლების სტრუქუტურის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტით) და სულ ცოტა 5 წლის სამუშაო გამოცდილება. უცხო ქვეყნის მოქალაქის განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ამოწმებს/კოოორდინაციას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ან და ესტონეთის აკადემიური აღიარების საინფორმაციო ცენტრი.

უცხო ქვეყნის მოქალაქის კვალიფიკაციის თავსებადობის შემოწმება ბაზრის მოთხოვნებთან უნდა მოხდეს აპლიცაკიის შეტანამდე.

EU – blue card-ით დასაქმებაზე შემოტანილ სააპლიკაციო ფორმას თან უნდა ერთვოდეს კვალიფიკიაციის დამდასტურებელი დოკუმენტები, რომელთა შემოწმებასაც აწარმოებს პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭო (Police and Border Guard Board).

დამსაქმებელმა უნდა დაუდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს სულ ცოტა ერთ წლიანი სამუშაო კონქტრაქტი ან სიტყვიერად შესთავაზოს დასაქმება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელი გამოხატავს თავის ვალდებულებას, რომ დაასაქმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს მინიმუმ ერთი წლით  იმ თანამდებობაზე, რომელიც მოითხოვს უმაღლეს კვალიფიკაციას და რომელიც განსაზღვრულია დასაქმების შეთავაზებაში.

თუკი EU - Blue Card-ის მფლობელს სურს შეიცვალოს დამსაქმებელი ამ ბარათის მოქმედების პერიოდში, ახალმა დამსაქმებელმა ისევ უნდა მოიპოვოს უმუშევრობის დაზღვევის ფონდის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობს EU - Blue Card-ს და ცხოვრობს და მუშაობს ესტონეთში ამ ბარათის საფუძველზე სულ ცოტა ორი წლის განმავლობაში მაინც. ამ ბარათის მფლობელს აქვს უფლება იყოს უმუშევარი 3 თვის განმავლობაში.

გრძელვადიანი ვიზების მიღების მსურველებმა პირადად უნდა მიმართონ ესტონეთის წარმომადგენლობას. ვიზის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:

  • მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი,რომელიც გაცემულია ბოლო 10 წლის განმავლობაში და შეიცავს მინიმუმ ორ ცარიელ გვერდს სავიზო შტამპისთვის, ასევე მოქმედია მინიმუმ 3 თვე ვადის ამოწურვამდე
  • სრულად შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა
  • ფოტოსურათი (35x45 მმ)
  • შენგენის ზონაში მოქმედი სადაზღვევო პოლისი, რომელიც მოიცავს მინიმუმ 30.000 ევროს მთელი ვიზიტის განმავლობაში
  • დომკუმენტი, რომელიც მიუთითებს ვიზიტის მიზანს
  • დოკუმენტი, რომელიც განმარტავს საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებს ან სათანადო საშუალებებს მის უზრუნველსაყოფად
  • დიპლომატიური ნოტა ან დასტურის წერილი საერთაშორისო ორგანიზაციიდან
  • საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტი
  • ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის განზრახვას დატოვოს შენგენის ზონა ვიზის მოქმედების ვადის დასრულებამდე
  • დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს კვების უზრუნველყოფის საშუალებებს ვიზიტის განმავლობაში და მშობლიურ ქვეყანაში დასაბრუნებლად (დღეში 64 ევროს ოდენობით)

დასაქმების მიზნით ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში, აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს ასევე ესტონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიალურად დამოწმებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სავიზო გადასახადი შეადგენს 80 ევროს (სავიზო მოსაკრებლის გადახდა ხდება წინასწარ, ნაღდი ანგარიშსწორებით, ევროს ვალუტაში. სავიზო მოსაკრებელი, ვიზაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაბრუნებას არ ექვემდებარება).

არაევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს უფლება აქვთ ესტონეთში შესასვლელად მოითხოვონ D-visa, რომელიც განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც ქვეყანაში შედიან მუშაობის, კვლევითი სამუშაოების ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მიზნით. D-visa-ით ესტონეთში ყოფნის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 6 თვე წლის განმავლობაში. უცხოელთა შესახებ ესტონეთის კანონის შესაბამისად, D-visa უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შეიძლება გაიცეს შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  • აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი
  • დადასტურებულია ესტონეთში მისი დაგეგმილი ყოფნის მიზანი და მიზეზი  და შესაბამისობაშია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის ესტონეთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში საცხოვრებლისა და სხვა ხარჯების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქი თანხმობა,  ესტონეთში ყოფნის ნებართვის პერიოდის გასვლის შემდგომ   ქვეყნის დატოვების შესახებ
  • ესტონეთიდან სამშობლოში დაბრუნების ან სხვა ქვეყანაში გამგზავრების (ლეგალურ საფუძვლებზე) ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა დამადასტურებელი დოკუმენტები
  • გააჩნია მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ ავადმყოფობის ან ზიანის მკურნელობისათვის საჭირო სამედიცინო ხარჯები ანაზღაურდება ვიზის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში (მრავალჯერადი ვიზის ქონის შემთხვევაში - პირველი შემოსვლის და ყოფნის პერიოდში)
სამედიცინო დაზღვევა არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ მის სამედიცინო ხარჯებს ანაზღაურებს სხვა ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, ან თუ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება შედის მოწოდებულ ხელშეკრულებაში

ესტონეთში სამუშაო ვიზის მიღების მსურველებმა უნდა მიმართონ საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს სავიზო განყოფილების შემდეგ მისამართზე0171 თბილისი, დოლიძის ქ. 55,  ტელ: + (995 32) 236 51 27. ელ-ფოსტა: mailto:Tbilisi.Consular@mfa.ee; ვებგვერდი: http://www.tbilisi.vm.ee/

ესტონეთის საკონსულოში სავიზო აპლიკაციების შეტანა შესაძლბელია სამშაბათსა და ხუთშაბათს 10:00-13:00. აუცილებელია წინასწარი ჩაწერა mailto:Tbilisi.Consular@mfa.ee. ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნით.  წერილში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ვიზიტის მიზანი.

პასუხი საკონსულოდან შეხვედრის დროსთან დაკავშირებით მიიღება ერთ სამუშაო დღეში. აპლიკანტი ვალდებულია სააპლიკაციო ფორმა შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი ფორმით წარადგინოს საკონსულოში. ხელით შევსებული აპლიკაციები არ მიიღება.

ზოგადად, ესტონეთის საკონსულო მიერ ვიზით დადგენილი ვადა არ გრძელდება. თუმცა  გამონაკლის შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 90 დღემდე. ასეთი შემთხვევებია:

  • ფორს-მაჟორი (force majeure)
  • ჰუმანიტარულ საფუძველზე
  • სამუშაოსთან დაკავშირებული კარგად დასაბუთებული მიზეზი
  • კარგად დასაბუთებული პირადი მიზეზი

უცხო ქვეყნის მოქალაქეისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმის ან გრძელვადიანი ვიზის ანულირების (გაუქმების) საფუძვლებია:

  • არ წარმოადგინა ძალაში მყოფი სამგზავრო დოკუმენტი
  • წარმოდგენილი სამგზავრო დოკუმენტი ყალბია ან არასწორად არის შევსებული
  • მითითებული ყალბი  მგზავრობის მიზანი
  • ქვეყანაში ყოფნის განსაზღვრული პერიოდისათვის (მიზნიდან გამომდინარე) ან უკან დასაბრუნებლად არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური სახსრები
  • აკრძალული აქვს ესტონეთში ან შენგენის ტერიტორიაზე შესვლა და ეს ასახულია შენგენის საინფორამაციო სისტემაში
  • საშიშროებას უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგს, ეროვნულ უსაფრთხოებას, ან საერთაშორისო ურთიერთობებს, ან საშიშია საზოგადოებრივი ჯანმრთლეობისათვის
  • ვიზის მოქმედების ვადის დასრულებისას ქვეყნის არ დატოვებაზე ეჭვის არსებობა
  • დოკუმენტების მომზადება ვიზისთვის                                      20 ევრო

(თარგმნა დამოწმება და სხვა)

  • სავიზო მოსაკრებელი                                                               80 ევრო
  • სამედიცინო დაზღვევა                                                              70 ევრო
  • მგზავრობის საფასური                                                               320 ევრო
  • დასაქმებამდე და ხელფასის აღებამდე საჭირო                        430 ევრო
  • ფინასები(საცხოვრისი,კომუნალური ხარჯები, და სხვა.)
  • სულ ხარჯები                                                                             920 ევრო

მიგრანტის სავარაუდო ფინანსური ხარჯები გაანგარიშებულია არსებული მდგომარეობით, საშუალო ღირებულებით.

ცხოვრებისათვის საჭირო საშუალო ხარჯები თვეში დაახლოებით 300-500 ევროა, აქედან კვების ხარჯებია 200-250 ევრო.

2016 წლის ივნისის მდგომარეობით, ესტონეთში:

  • მინიმალური ხელფასია 430 ევრო.
  • მაღალი კვალიფიკაციის მომუშავის საშუალო ხელფასი - 1050-1210 ევრო თვეში
  • საშუალო კვალიფიკაციის მომუშავის საშუალო ხელფასი - 652-718 ევრო თვეში
  • დაბალი კვალიფიკაციის მომუშავის საშუალო ხელფასი - 588-690 ევრო თვეში 

ესტონეთში მიმდინარე დემოგრაფიული და ეკონომიკური ტენდენციები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სულ უფრო გაიზრდება მოთხოვნა დამატებით (მათ შორის უცხოურ) სამუშაო ძალაზე. ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2019 წლისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა იქნება პროფესიონალებსა და კვალიფიციურ მუშებზე. პროგნოზის თანახმად, 2022 წლისთვის ესტონეთს დაჭირდება 22 500-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. მათგან ნაწილი დაკმაყოფილდება ეროვნული სამუშაო ძალით, მაგრამ საჭირო იქნება უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვაც.

ყველაზე  მოთხოვნადი იქნება პროფესიონალები შემდეგი მიმართულებებით:  

  • ავეჯის წარმოება (მოთხოვნის 61%)
  • საფეიქრო და სამკერვალო წარმოება (30%)
  • არალითონური მინერალების წარმოება (24%)
  • პოლიგრაფია
  • მანქანათმშენებლობა (მათ შორის მოწყობილობებისა და ელექტროტექნიკის წარმოება; სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა)
  • კომპიუტერების წარმოება
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა
  • ჯანდაცვა
  • სოციალური მომსახურება

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ ესტონეთის კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია მოკლევადიანი დასაქმებისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადაუხადოს ხელფასი, რომელიც მინიმუმ მისი ძირითადი საქმიანობის მიხედვით დადგენილი საშუალო წლიური ხელფასის კოეფიციენტ 1,24-ზე ნამრავლავს უტოლდება .

თუ დამსაქმებელი ფიზიკური პირია და არ არის დარეგისტრირებული, როგორც თვითდასაქმებული ადამიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ხელფასის გადახდის საფუძველი იქნება მის მიერ შესრულებული სამუშაო და არა დამსაქმებლის ძირითადი საქმიანობის მიხედვით დადგენილი საშუალო ხელფასი.

საშუალო ხელფასის ოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით პერიოდულად დგინდება ესტონეთის სტატისკის სამსახურის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ  საიტზე: www.stat.ee

უცხო ქვეყნის მოქალაქის საშუალო ხელფასი 1.24 კოეფიციენტით განისაზღვრება შემდეგ პოზიციებზე:  

  • au pair
  • კონსლუტანტი, მრჩეველი, ექსპერტი
  • აპარატურის დამმონტაჟებელი და/ან კვალიფიციური მუშაკი
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი გადამუშავება

მაღალკვალიფიციური უცხო ქვენის მოქალაქის ანაზღაურება არ შეიძლება იყოს სტატისტიკის ოფისის მიერ მოცემული საქმიანობის მიხედვით დადგენილი საშუალო ხელფასის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები (ანუ კოეფიციენტია 2,0).

ესტონეთის სტატისტიკის ოფისის მიერ 2016 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 16 მარტამდე დადგენილი საშუალო ხელფასი შეადგენს 1065 ევროს თვეში. შესაბამისად, პოზიციებისთვის, რომლის სახელფასო კოეფიციენტია 1,24 შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა იქნება 1321 ევრო (1065 X 1,24), ხოლო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისათვის - 2030 ევრო (1065 X 2).

ესტონეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დეფიციტურ პოზიციებზე დასაქმებისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელფასი არ შეიძლება იყოს ესტონეთში მოცემული საქმანობისათვის დადგენილი საშუალო წლიურ ხელფასზე ნაკლები.

უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებისას კონტრაქტის გაუფორმებლობის, არშემდგარი დასაქმების ან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს.
  • ესტონეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე  უცხო ქვეყნის მოქალაქეს გარანტირებული აქვს იგივე უფლებები, რაც ესტონეთის მოქალაქეებს
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს დარჩეს ესტონეთში ბინადრობის ნებართვის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, რათა, საჭიროების შემთხვევაში მან შეძლოს დროებითი ბინადრობის ახლი საფუძვლის მოძებნა ესტონეთიდან გაუსვლელად.
  • მოგვაწოდოს სანდო ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციების, მიგრაციის ისტორიის და ა.შ. შესახებ
  • დაიცვას პროექტში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობები
  • დაიცვას ვიზის აღებისა და ესტონეთში შესვლის პროცედურები
  • კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული შრომითი ფუნქციები
  • შეატყობინოს დამსაქმებელს ერთდოულად სხვა დამსაქმებელთან მუშაობის ან დამსაქმებლის შეცვლის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად
  • დაიცვას ესტონეთის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ღირებულებები და პრინციპები, პატივი სცეს ესტონეთის სახელმწიფოს, საზოგადოებას, ენასა და კულტურას
  • დატოვოს ესტონეთი სამუშაო ვიზის, დროებითი ბინადრობის/მუშაობის ნებართვის ვადის ამოწურვის, შეწყვეტის, გაუქმების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და პირობებით

მიგრანტების გამგზავრების-წინა ორიენტაცია და ტრენინგი

მიგრანტების გამგზავრებისათვის საჭირო პროცედურების (ვიზა, ბილეთი, ჩასვლა და ა.შ.) მხარდაჭერა

მიგრანტთა ჩასვლის შემდგომი ორიენტაცია და დამსაქმებელთან დაკავშირებაში დახმარება

ესტონეთში დასაქმებული მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების მონიტორინგის მხარდაჭერა

აღნიშნული პროექტის დახმარებით უცხოეთში დასაქმებას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • დასაქმება ხდება კანონიერად და არლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები  შემცირებულია
  • სამუშაოს მაძიებელი თავისუფალია ყოველგვარი საშუამავლო მომსახურების საფასურის გადახდისაგან
  • კონკრეტული დამსაქმებლის მოძიება ხდება მიზნობრივად და სანდოობის მაღალი ხარისხით
  • დამსაქმებელი დეკლარაციასთან ერთად წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას ვაკანსიაზე (კანდიდატს ექნება სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, დამსაქმებლის მოთხოვნების, შრომის პირობების, სოციალური დაცვის, საცხოვრისით უზრუნველყოფის და სხვ. პირობების შესახებ)
  • ვიზის ასაღებად საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებაში დახმარებას უზრუნველყოფს IOM შესაბამის საკონსულოებთან თანამშრომლობით
  • ვიზის მისაღებად გასაუბრებაზე ჩაწერის პროცედურებში დახმარებას უზრუნველყოფს IOM შესაბამის საკონსულოებთან თანამშრომლობით
  • გამგზავრების წინა ინფორმირებას და ენის ტრენინგებს უზრუნველყოფს IOM
  • საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულების ქვეყანაში დამსაქმებელთან დაკავშირებაში დახმარებას უზრუნველყოფს IOM-ის ოფისები პოლონეთსა და ესტონეთში
  • დამსაქმებელთან ხელშეკრულების დადების, შრომის პირობების, შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (შრომის ინსპექცია და პროფკავშირები) და/ან IOM-ის პარტნიორი უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი არასამთავრობო სექტორი
  • შრომითი მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომია კვალიფიციური კონსულტაცია როგორც საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების, ისე ქვეყანაში ცხოვრების, ადაპტირების პროგრამების და სხვ. შესახებ
  • საჭიროების შემთხვევაში, შრომითი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაში დახმარება (საკონსულო, IOM-ის ოფისები)
საქართველოში დაბრუნების შემდგომი მხარდაჭერა (ინფორმირება, კონსულტირება, გადამისამართება შესაბამის პროექტებში).
  • ესტონეთი ევროკავშირის ქვეყანაა და უპრობლემოდ შეიძლება ევროპის სხვა ქვექნებში გადასვლა და დასაქმება
  • ესტონეთი ევროკავშირის ქვეყანაა და მაღალია ცხოვრების დონე, მაღალია ხელფასი
  • ესტონეთში შესაძლებელია შესაბამისი სამუშაოს პოვნა
  • ესტონელებთან საერთო წარსული და კულტურული გარემოს გათვალისწინებით დასაქმებისთვის  საკმარისია რუსული ენის ცოდნა (ელემენტარული დონიდან)
  • დასაქმებისას კონტრაქტის გაფორმება არ არის სავალდებულო
  • დასაქმება შეუძლებელია ნაცნობის გარეშე
  • ავადმყოფობის შემთხვევაში დამსაქმებელი იზრუნებს მიგრანტზე და არანაირი დაზღვევა საჭირო არ არის
  • საცხოვრებელი და კვება მიგრანტისათვის უფასოა
  • მიგრანტი თავისუფლდება გადასახადებისგან