შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, ხულოს განყოფილების წარმომადგენლებმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართეს. სააგენტოს თანამშრომლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის დეტალები გააცნეს. ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. შეხვედრას ასევე სკოლის დირექტორი და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც პროგრამით დაინტერესდნენ. მათი განმარტებით, პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამ, ძალიან კარგია იმ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური რესურსები სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში. სწორედ ამ პროგრამის დახმარებით სრულიად უფასოდ დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

სიახლეები სხვა სიახლეები