აჭარის რეგიონი შრომის ბაზრის ერთიან სისტემაში ჩაერთვება
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის პოლიტიკაში ინტეგრაციის მიზნით, ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შორის.
 მემორანდუმის თანახმად, მხარეები იზრუნებენ თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე, სახელმწიფოს წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევაზე.
 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით სოციალური მომსახურების სააგენტო - უზრუნველყოფს აჭარის დასაქმების სააგენტოს ჩართვას შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში (LMIS); უზრუნველყოფს კავშირს Worknet.Ge-სა და აჭარის დასაქმების სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზას შორის; აჭარის დასაქმების სააგენტოს ჩართავს საერთაშორისო ქსელში, ტექნიკურ დახმარებასა და სხვა მსგავს საქმიანობაში. 
 აჭარის დასაქმების სააგენტო თავისი მხრივ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს; სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციას მიაწვდის დასაქმების სტატისტიკის შესახებ. აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობაში

სიახლეები სხვა სიახლეები