სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრა გამართა. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, სადაც დასაქმების სააგენტომ ,,სტუდენტების დასაქმების’’ პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა. აღნიშნული პროექტი ახალგაზრდების დროებით სამუშაო ადგილებზე დასაქმებას, მოტივაციის ამაღლებას, პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და გამოცდილების მიღებას გულისხმობს.

სიახლეები სხვა სიახლეები