სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დღეს, აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებს დირექტორის მოადგილე ნანა დიასამიძე წარუდგინა.

ნანა დიასამიძემ, 1996 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 1997-1999 წლებში იყო ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის სამართალმცოდნეობის მასწავლებელი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელი; 2006-2009 წლებში კავშირი “სთეფ ფორვარდის” ჯანდაცვის ომბუდსმენი; 2010 წელს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის იურისტი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა პროექტებს: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ხედვა დაბრკოლების მიღმა“; ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი “ ჩვენი გარემო ჩვენი სიამაყეა; ფონდი „ღია საზოგადეობა საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტი „ საქართველო ჩემი სამშობლოა“ .

სიახლეები სხვა სიახლეები