მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სი“-სთან

დღეს საგანმანათლებლო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთთანმშრომლობის განვითარების მიზნით, სსიპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა’’ და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დუალური სწავლების მხარდასაჭერად ერთობლივი აქტივობების ორგანიზება და განხორციელება არის. დუალური განათლება პროფესიული განათლების ფორმაა. სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში პრაქტიკულად ეუფლება მას. ამ მიდგომის შედეგად სტუდენტი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებს და კონკურენტუნარიანი ხდება შრომის ბაზარზე.

განათლებისა თუ დასაქმების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასთან ერთად თანამშრომლობა კოლეჯის პროფეისიული სტუდენტებისათვის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „ბლექ სიი“-ს ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ დროისთვის გადიან დუალურ პროფესიულ სწავლებას.


სიახლეები სხვა სიახლეები