სამმხრივი შეთანხმება

დღეს დემოკრატიის ინსტიტუტში, ბათუმის ავტოტრანსპორტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სსიპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს’’, ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტსა’’ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ, ,,დემოკრატიის ინსტიტუტის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა და ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის’’ დირექტორმა პაატა დუმბაძემ მოაწერეს.

დასაქმების სააგენტო აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით ხელს უწყობს პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად განხორციელებას. შეთანხმების თანახმად, სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან კონდუქტორის პოზიციაზე დასაქმებული პირების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებაზე (ტრენინგების გზით) დემოკრატიის ინსტიტუტი იზრუნებს.

სიახლეები სხვა სიახლეები